მადლობა, თემო, ყველაფრისთვის".
"რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან, რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა.
კაცი, რომელმაც “შარდენის” თბილისი, სტამბის თბილისად აქცია. კაცი, რომელმაც სტილი და ჩვევები შეუცვალა ქალაქს.
შექმნა ახალი სივრცეები, რუმსი, სტამბა, ფაბრიკა, ყაზბეგის რუმსი, ბაკურიანის.
იმ დროს, როცა მიმტანობა სამარცხვინო პროფესიად ითვლებოდა, შექმნა ისეთი გარემო, სადაც მოხვედრას ბევრი მცდელობა სჭირდებოდა.
ასე შეუცვალა ქალაქს, ახალგაზრდებს სტერეოტიპული, დამახინჯებული მიდგომები.
თემურ უგულავას გაუმარჯოს!
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ამ კაცზე ყოველთვის მოყვებიან, ამიტომ მისი გარდაცვალება, მისივე სახელს და საქმეებს სამუდამოდ უტოვებს ქალაქს.
თემურ, ყოველ ჯერზე როცა ჩემს საყვარელ სტამბაში მივალ, გავიფიქრებ, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ ქვეყანას დაუტოვე".
"კარგი ადამიანი დაგვაკლდა… ძალიან კარგი.
ზოგჯერ ადამიანები მხოლოდ საკუთარ გზას არ ქმნიან, არამედ ტოვებენ განსხვავებულ ანაბეჭდს, რომელიც ქალაქის ცხოვრებას და ქვეყნის განვითარებას საინტერესოდ ცვლის.
მისი კრეატიული ხედვა, შრომა და შექმნილი სივრცეები დიდი ხნის განმავლობაში იქნება იმ ღირებულებების ნაწილი, რომლებმაც ბევრ ადამიანს მისცა შთაგონება.
ადამიანები მიდიან, მაგრამ მათი ნამოქმედარი რჩება…
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისთვისაც თემურ უგულავა ძვირფასი ადამიანი იყო".