ინგუშეთში 8 წლის ბიჭს, ხიზირ დერბიჩევს, რომელიც მდინარეში მეგობრის გადასარჩენად გადახტა, მეშვიდე დღეა, ეძებენ.
„ძებნა სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს გამოვლენილ ძნელად მისადგომ ადგილებში მიმდინარეობს. დაახლოებით რვა ასეთი ადგილი იქნა გამოვლენილი, სადაც მაშველების ჯგუფია მობილიზებული“, - იუწყებიან საგანგებო სამსახურები.ძებნა მდინარე სუნჟას რამდენიმე მონაკვეთზე უკვე ჩატარდა. დაათვალიერეს მდინარის კალაპოტი და სანაპირო ზოლი, მუშაობენ მყვინთავებიც.
სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წერს პატარა გმირზე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა მეგობრის გადასარჩენად.
