2026 წლის ივნისის შუა რიცხვებში ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი კავკასია ფეხზე დააყენა. პატარა ბიჭუნას ისტორიამ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მეგობარი სიკვდილს გადაარჩინა, მომენტალურად გადაკვეთა საზღვრები და ათასობით ადამიანი უპრეცედენტო სოლიდარობის გარშემო გააერთიანა. რვა დღის განმავლობაში რეგიონი სუნთქვაშეკრული ელოდა სასწაულს, თუმცა დასასრული მძიმე აღმოჩნდა.
ყველაფერი 15 ივნისს დაიწყო, როდესაცხიზირ დერბიჩევისდედა, რომელიც სკოლაში მედდად მუშაობს, მორიგეობაზე მიდიოდა. მან უფროს ვაჟს, 8 წლის ხიზირს სთხოვა, უმცროსი ძმისთვის მიეხედა და მამასთან ერთად ყოფილიყო. თუმცა, სეირნობისას ბავშვები მეგობრებთან ერთად მდინარე სუნჟას ნაპირას აღმოჩნდნენ. ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე წამში გადაიქცა კოშმარად, როდესაც ხიზირის მეგობარს, ადამს, ფეხი აუცურდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.
იმ მომენტში 8 წლის ბიჭუნამ გამოიჩინა ისეთი სიმამაცე, რომელიც დიდ ადამიანებსაც კი იშვიათად ახასიათებთ. მან მეორე მეგობარს, მუჰამადს გადახედა და უთხრა სიტყვები, რომლებმაც შემდგომში მთელი რეგიონი აატირა: „მოდი, ჩვენ ხომ კაცები ვართ, მოდი გადავარჩინოთ!“. ხიზირი უყოყმანოდ გადახტა ყინულიან, ადიდებულ წყალში, მიცურდა მეგობართან და მოახერხა მისთვის ხელი ეკრა და ნაპირზე მყოფი ხის ფესვებისა და ტოტებისკენ გაიყვანა.
ამ წამიდან დაიწყო მასშტაბური სამძებრო ოპერაცია, რომლის მსგავსიც ჩრდილოეთ კავკასიას დიდი ხანია არ ახსოვს. მდინარე სუნჟა უკიდურესად ცივი და სახიფათოა, სავსეა ლამით, წაქცეული ხეებითა და ნაგვით, რაც ძებნას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა. მიუხედავად ამისა, სოფელ იანდარესთან, სადაც ტრაგედია მოხდა, 20 ათასზე მეტი მოხალისე შეიკრიბა. განაგრძეთ კითხვა