მორიგი ისტორიული ამბავი - 21 ივნისს წიგნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში, ირაკლი გაგნიძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.
შვეიცარიაში, ბაზელში საბავშვო სამკითხველოს მოწყობის შემდეგ, წიგნის გამავრცელებელმა საზოგადოების წარმომადგენლები ესტუმრნენ ფრაიბურგს, სადაც ახალი ქართული სამკითხველო Georgischer Kulturverein Freiburg-ის სივრცეში გახსნეს.
2024 წელს კომპანია „ბიბლუსის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ, გიორგი კეკელიძესთან ერთად დააფუძნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება რომლის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე გახდა. საზოგადოება აგრძელებს გიორგი კეკელიძის მიერ 2012 წელს დაფუძნებული მოძრაობის საქმეს, ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“.
R