35 წლის ნინო მუჯირი საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
როგორც ცნობილი ხდება, ქალმა ოპერაცია 12 იანვარს გაიკეთა. მათი თქმით, ოპერაცია ლიცენზია შეჩერებულმა ექიმმა ჩაატარა. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, მუჯირის ახლობლების ინფორმაციით, მიზეზი სეფსისი გახდა.
"ნინო, 35 წლის… სად გადის ზღავრი სამედიცინო შეცდომას და სამედიცინო დანაშაულს შორის, თქვენ მიპასუხეთ მე თუ ვცდები.12 იანვარს საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაციაზე მივიდა, 20-წუთიანი პროცედურაა, იმავე დღეს ეწერებიან სახლში. მითხარით ლიცენზია შეჩერებულ ექიმს შეეძლო კონსულტაციის ჩატარება და მით უფრო ოპერაციის?
ოპერაციამდე წინა დღეებაი ცხელების ეპიზოდი ჰქონდა, ვირუსი ჩვენს ენაზე, ანამნეზის შეკრებისას ექიმს უნდა უგულებელეყო ეს მონაცემები და ვირუსის მატარებლისთვის ანესთეზია უნდა გაეკეთებია? ( მათი ვერსიაა რომ ვირუსი ჰქონდა და ისინი არაფერ შუაში არიან) დავუშვათ ჰქონდა ვირუსი, რატომ არ გადაიდო ოპერაცია? რა, ნინომ მოატყუა და დაუმალა რომ წინა დღეებში ვირუსი ჰქონდა?