აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი კრიმინალური შემთხვევის შესახებ საუბრობს ყველა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და პოლიციის ვერსიები საბოლოო დასკვნას არ წარმოადგენს, თუმცა ვერსიები და მიმართულება, როგორც მიდის ძიება, უკვე გამაოგნებელია.
ნიუ-იორკის შტატის ქალაქ მექანიკვილში პოლიციამ საცხოვრებელ სახლში ექვსი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა:
მექანიქვილის პოლიცია ეჭვობს, რომ 64 წლის ქალმა საკუთარი ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი მოკლა. ცხედრები სამშაბათს ბინაში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც შეშფოთებულმა მეზობლებმა განაცხადეს, რომ ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში არ უნახავთ.
გამომძიებლების განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ოჯახის წევრებს შესაძლოა ჯერ მოწამლული საკვები ან სასმელი მიეღოთ; ამის შემდეგ რამდენიმე მათგანს დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული; ბებია ასევე გარდაცვლილი იპოვეს და პოლიცია ვარაუდობს, რომ საქმე მკვლელობა-თვითმკვლელობასთან გვაქვს. სახლში აღმოჩენილია ხელნაწერი წერილიც, რომელიც, პოლიციის თქმით, მიანიშნებს, რომ ბებია შესაძლოა ტრაგედიაში მონაწილეობდა. წერილის სრული შინაარსი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, რადგან ის მტკიცებულებად ითვლება.
ამ ეტაპზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით: პოლიცია ელოდება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხებს, რათა დაადგინოს, ნამდვილად მოხდა თუ არა მოწამვლა და რა ნივთიერებით. ყველა გარდაცვლილს ჩაუტარდება სრული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამომძიებლების თქმით, ამ დროისთვის გარეშე პირის მონაწილეობაზე მტკიცებულება არ არსებობს.
ამ დროისთვის ყველაზე ხშირად სახელდება შემდეგი ვერსიები:
„გამოძიების დროს შეგროვებული მტკიცებულებები, მათ შორის ხელნაწერი და სხვა ირიბი მტკიცებულებები, ადასტურებს, რომ ემი სტედმენი მისი საყვარელი ადამიანების სიკვდილშია დამნაშავე“, - განუცხადა ჟურნალისტებს მექანიქვილის პოლიციის უფროსმა უილიამ რაბიტმა...
საზოგადოება სულგანაბული ელოდება ძიების დასრულებას და ექსპერტიზის პასუხებს, რომელიც დაადგენს, რა მოხდა სინმადვილეში.