ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა - მშობლები

ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა

2026-06-26 18:36:34+04:00

ბრიტანულ-ქართულ აკადემიასოფიციალურად მიენიჭა საერთაშორისო სკოლების საბჭოს (Council of International Schools – CIS) წევრობის სტატუსი - მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება, რომელიც ადასტურებს სკოლის ერთგულებას ხარისხიანი განათლებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების მიმართ.

CISმსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 123 ქვეყანაში 1,550-ზე მეტ სკოლასა და უნივერსიტეტს აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო განათლების ხარისხის განვითარებას და აერთიანებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც საერთო ღირებულებებს, მაღალი ხარისხის სწავლების პრინციპებსა და მუდმივი განვითარების კულტურას იზიარებენ.

CIS-ის წევრობის მიღება ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ მოთხოვნებს, ეფუძნება ეთიკური ლიდერობის პრინციპებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების პროცესს საკუთარ კულტურად მიიჩნევს.

ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვისCIS-ის წევრობა საერთაშორისო განვითარების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს სტატუსი სკოლას შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო სკოლებთან, გაიზიაროს საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკა და განაგრძოს განვითარება გლობალურად აღიარებული ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

ბრიტანულ-ქართული აკადემიისდირექტორის, სალომე დანელიას განცხადებით:

„CIS-ის წევრობა ჩვენი სკოლისთვის მხოლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება არ არის, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ის ღირებულებები, რომლებზეც ყოველდღიურად ვაშენებთ აკადემიის კულტურას, სრულ თანხვედრაშია მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სკოლების ხედვასთან. ჩვენთვის ხარისხი არ არის საბოლოო მიზანი, ეს არის უწყვეტი პროცესი, რომლის ცენტრშიც მოსწავლეა. სწორედ ამიტომ, ეს წარმატება ერთდროულად გვაძლევს სიამაყის საფუძველსაც და ახალ პასუხისმგებლობასაც. მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი საგანმანათლებლო გარემოს განვითარებას, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და ჩამოყალიბდეს ცოდნაზე, ღირებულებებსა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ გლობალურ მოქალაქედ.“

ბრიტანულ-ქართული აკადემიამომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვასა და განვითარებას, რათა მოსწავლეებს შესთავაზოს განათლება, რომელიც მათ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებსა და წარმატებულ პროფესიულ მომავალს გაუხსნის.

R