"89 წლის ხდე­ბო­და სამ დღე­ში... მე­უღ­ლე ძა­ლი­ან ადრე გარ­და­ეც­ვა­ლა. უფ­რო­სი შვი­ლიც და­ე­ღუ­პა..." -   ლე­გენ­და­რუ­ლი ან­სამ­ბლ "ორე­რას" სო­ლის­ტი გენო ნა­დი­რაშ­ვი­ლი გარდაიცვალა - მშობლები

"89 წლის ხდე­ბო­და სამ დღე­ში... მე­უღ­ლე ძა­ლი­ან ადრე გარ­და­ეც­ვა­ლა. უფ­რო­სი შვი­ლიც და­ე­ღუ­პა..." -   ლე­გენ­და­რუ­ლი ან­სამ­ბლ "ორე­რას" სო­ლის­ტი გენო ნა­დი­რაშ­ვი­ლი გარდაიცვალა

2026-06-27 10:29:36+04:00
89 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ანსამბლ "ორერას" სოლისტიგენო ნადირაშვილი. ის იყო "ორერას" პირველი თაობის წარმომადგენელი, სიცოცხლის ბოლომდე კი ანსამბლის ხელმძღვანელი. გამოირჩეოდა მრავალმხრივი მუსიკალური ნიჭით. უკრავდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, მათ შორის, კონტრაბასზე, საყვირსა და ბას-გიტარაზე.

მისი შესრულებით არაერთი ქართული, თუ უცხოენოვანი სიმღერა თავიდანვე შეიყვარა მსმენელმა: გოგი ცაბაძის „"მინდა,“ ფრენკ სინატრა my way, Strangers in the night…2018 წელს ფილარმონიასთან გენო ნადირაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

AMBEBI.GE "ორერას" ახალგაზრდა წევრს ესაუბრა, რომელმაც უფროსი მეგობარი, კოლეგა და ანსამბლის ხელმძღვანელი დიდი მწუხარებით გაიხსენა...

- ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს და ბატონი გენოს ოჯახს ამ საშინელ ამბავს... გენო საოცარი ადამიანი იყო. ჩვენი ქალაქის ნამდვილი კოლორიტი გახლდათ. ვინც მას ახლოს და პირადად იცნობდა, ყველა დამეთანხმება, რომ თავისი პროფესიონალიზმით გამორჩეული კაცი იყო.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, გვერდით ისე ამოგვიდგებოდა ხოლმე, რომ ამ სხვაობას ვერც სცენაზე და ვერც რეპეტიციებზე ვერ იგრძნობდით. არანაირად არ გაგრძნობინებდა ასაკს, თანატოლივით იყო. ამასთანავე, საოცარი ნიჭით იყო დაჯილდოებული. 89 წლის ხდებოდა სამ დღეში და ამ ასაკში ყველა სიმღერის ტექსტი, თავისი ხმების პარტიები, აბსოლუტურად ყველაფერი ზეპირად ახსოვდა...სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებითბოლო ორი კვირის განმავლობაში, ძალიან მძიმედ იყო - ვეღარც ჭამდა და ვეღარც საუბრობდა. თუმცა გონებაზე ბოლო წუთამდე იყო. მივდიოდით, ვნახულობდით და თვალებით გვესაუბრებოდა ხოლმე, სიტყვებით ვეღარ გამოხატავდა იმას, რისი თქმაც უნდოდა.

განაგრძეთ კითხვა