ბექჰემების ცნობილი რძლის, მსახიობ ნიკოლა პელცის უფროსი ძმა, უილი, დაქორწინდა დიდი ხნის შეყვარებულზე, კენიაზე, ლეგენდარული პროდიუსერის, კუინსი ჯონსის და მსახიობის, ნასტასია კინსკის ქალიშვილზე. ცერემონია ნიუ-იორკის შტატის ქალაქ მაუნტ კისკოში, პელცების ოჯახის მამულში გაიმართა და ახალდაქორწინებულებმა ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ზეიმი რამდენიმე დღეს გაგრძელდა. მისასალმებელი წვეულების დილით წყვილმა პირადად გაცვალა ფიცი, ხოლო ოფიციალური ცერემონია მეორე დღეს გაიმართა. ცერემონიისთვის 33 წლის კენიამ ბრენდონ მაქსველის სადა თეთრი კაბა შეარჩია, რომელსაც საქმროს დედის მიერ ნაჩუქარი მაქმანებიანი ხელთათმანები, ფატა და საყურეები ახლდა. 40 წლის უილმა კლასიკური შავი ტომ ბრაუნის სმოკინგი აირჩია. პატარძალი დერეფნისკენ მისმა ბიძამ, რიჩარდმა, და მილიარდერმა ნელსონ პელცმა მიიყვანეს. ნიკოლა პელციც დაესწრო ქორწილს, თუმცა უცნობია, იმყოფებოდა თუ არა იქ მისი მეუღლე, ბრუკლინი — დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟი, ბრუკლინი, გამოქვეყნებულ ფოტოებზე არ ჩანდა.







საღამო მიღებითა და წვეულებით დასრულდა, რომლის დროსაც სტუმრებმა ნიუ-იორკ ნიქსისა და სან-ანტონიო სპურსის მატჩი ნახეს.
უილისა და კენიის რომანის შესახებ 2011 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც მათ ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნეს. ცნობილია, რომ წყვილი ერთმანეთს ფილმ „სიტკბოს“ გადასაღებ მოედანზე შეხვდა, რომელშიც მთავარ როლებს პელცი და მოდელის დედა, ნასტასია კინსკი ასრულებენ. იმ დროს მსახიობის კარიერა ახალი დაწყებული იყო: მან დებიუტი 2010 წელს შეასრულა სერიალ „მედიუმში“, ხოლო ფართო პოპულარობა მოგვიანებით მოიპოვა, 2022 წელს „ეიფორიის“ მეორე სეზონში გამოჩენის შემდეგ.


მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლას ძმას თავად კარგი ურთიერთობა აქვს საყვარელი ადამიანის ოჯახთან, მისთვის საქმე არც ისე ვარდისფერია: ბევრი თვლის, რომ ის არის დამნაშავე ბრუკლინის ცნობილ მშობლებთან გაჭიანურებულ კონფლიქტში...
კენია მსახიობ ნასტასია კინსკის სამიდან ერთი შვილია. ცნობილ მსახიობს საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება ჰქონდა.




მისი პირველი ცნობილი პარტნიორი რეჟისორი რომან პოლანსკი იყო. მაშინ 15 წლის იყო ნასტასია, ხოლო რომან პოლანსკი - 43 წლის.
ნასტასიას პირველი შვილის, ვაჟის მამა მსახიობი ვინსენტ სპანოა. ქალიშვილი სონია შეეძინა ეგვიპტელ რეჟისორ იბრაჰიმ მოუსასთან ურთიერთობიდან. შემდეგ კი ცნობილ პროდისერ ქუინსი ჯონსთან შეეძინა კენია.


