მადონა ჯუღელი სქესობრივი აქტის დროს ტკივილის მიზეზებს განმარტავს: "„პირველ რიგში, ძალიან კარგია, რომ ამაზე საუბრობთ" - მშობლები

მადონა ჯუღელი სქესობრივი აქტის დროს ტკივილის მიზეზებს განმარტავს: "„პირველ რიგში, ძალიან კარგია, რომ ამაზე საუბრობთ"

2026-06-27 18:23:07+04:00

სქესობრივი ცხოვრება წყვილის ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა ხშირად ქალები აწყდებიან ისეთ პრობლემებს, რომლებზეც საუბარსაც კი ერიდებიან. ერთ-ერთი ასეთი გავრცელებული და დისკომფორტის მომტანი საკითხია ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური ბარიერია, თუმცა პრობლემის სათავე ხშირად ფიზიოლოგიურ ფაქტორებშიც იმალება.

ამ თემასთან დაკავშირებით პაციენტის ანონიმურ შეკითხვას ცნობილი გინეკოლოგი მადონა ჯუღელი პასუხობს, რომელიც დეტალურად განიხილავს შესაძლო გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის გზებს.

შეკითხვა:

„ვარ 35 წლის, ერთი წელია შევქმენი ოჯახი. სქესობრივი აქტის დროს ვგრძნობ ტკივილს, მეუღლეს ვერ ვეუბნები, არ მინდა შევაშინო. ვერ ვხვდები ფსიქოლოგიური პრობლემაა თუ რამე უარესი მჭირს?“

მადონა ჯუღელი: „პირველ რიგში, ძალიან კარგია, რომ ამაზე საუბრობთ. შევეცდები, როგორც გინეკოლოგი, გავცე ამ კითხვას პასუხი.

პირველ რიგში, მივაქციოთ ყურადღება, ხომ არ არის ვაგინალური სიმშრალე?

მეორე — 35 წლის ასაკში ხართ, თუმცა შესაძლებელია გარკვეული მიზეზის გამო იყოს ესტროგენის დეფიციტი და ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი ამისი, რომ იყოს სიმშრალე და ტკივილი.

თუმცა, მესამე — არ არის საკმარისი აღზნება ქალბატონის და, შესაბამისად, არ არის სათანადოო დატენიანებული ვაგინა და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომ თქვენ თქვენ პარტნიორთან ამაზე უნდა ისაუბროთ. შესაბამისად, სქესობრივი აქტის წინ პერიოდი, ამას პრელიუდიას ვეძახით, უნდა იყოს ცოტა მეტად ხანგრძლივი და თქვენთვის სასიამოვნო.

და მეოთხე — ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ენდომეტრიოზზე. ღრმად რომ ხდება პენეტრაცია, ღრმად ხომ არ არის ტკივილის შეგრძნება და ამ დროს უნდა ვიფიქროთ ხომ არ არის ენდომეტრიოზი ან მცირე მენჯის ანთებითი დაავადება და მცირე მენჯის კუნთების სპაზმი.

აქაც უნდა იყოს ჩართული ექიმი და მოხდეს სავარძელზე ამისი შეფასება, იმიტომ რომ მცირე მენჯის კუნთები — ეს მთელი ერთი დიდი სისტემაა, რომელიც პასუხისმგებელია როგორც აღზნებაზე, ასევე ორგაზმზეც.

შეიძლება უფრო ღრმა პრობლემაც არის, შეიძლება აქ უკვე გვჭირდება ფსიქოლოგის ჩართულობა, ანუ თქვენი ურთიერთობები, რომელიც ფსიქოლოგმა შეაფასება, საჭიროებისამებრ, რა თქმა უნდა, სექსოპათოლოგიც იქნება ჩართული.“

როცა ბავშვს მშობლების ინტიმური ურთიერთობის ხმები ესმის: ამ ტრავმას წამლებით ვეღარ განკურნავთ