109, 104 და 103 წლის დებმა მეცნიერები საგონებელში ჩააგდეს - ყველაზე ხანდაზმული დების საოცარი ამბავი - მშობლები

109, 104 და 103 წლის დებმა მეცნიერები საგონებელში ჩააგდეს - ყველაზე ხანდაზმული დების საოცარი ამბავი

2026-06-28 18:12:44+04:00

ბრაზილიელი დების, ლევიტას, ზორაიდეს და ზულინას ასაკი ერთად 316 წელზე მეტია, რაც მსოფლიო რეკორდია და შეიყვანეს კიდეც გინესის რეკორდების წიგნში. ისინი ერთმანეთს ათწლეულების განმავლობაში უჭერენ მხარს და ფაქტობრივად, უერთმანეთოდ არ უცხოვრიათ.

ზულინა დე დეუს ნუნესმა, ზორაიდე დე დეუს მოტამ და ლევიტა დე დეუს ნუნესმა ისტორია შექმნეს, როგორც სამმა ყველაზე ხანდაზმულმა დამ.

დღეგრძელობის კვლევის ორგანიზაცია LongeviQuest-ისმკვლევარი იარა სოუზა რიო-დე-ჟანეიროს ეწვია, რათა პირადად შეხვედროდა დებს და დაედასტურებინა მათი ისტორია.

სამი დიდან უფროსი, ლევიტა, 109 წლისაა. მისი და, ზორაიდა, 104 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი, ზულინა, 103 წლის.

ლევიტა დაიბადა 1917 წლის 7 ივნისს და რვა შვილიდან მეორე იყო. პატარა ასაკიდანვე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრა - ეხმარებოდა დედას სახლის მართვაში და ზრუნავდა უმცროს და-ძმებზე, სანამ მშობლები მინდორში მუშაობდნენ.

levit-1782656613.webp

ის არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია, მაგრამ მთელი ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა. დედის მსგავსად, მასაც უყვარდა ხელსაქმე - ქარგვა, ქსოვა და კერვა - და ეს გატაცება სიბერეშიც კი შეინარჩუნა.ხელნაკეთობები არა მხოლოდ მისი ჰობი, არამედ შემოსავლის წყაროც იყო. ლევიტა ასევე 12 წლის განმავლობაში მუშაობდა ბრაზილიურ ტელევიზიურ არხ Rede Globo-ში.

შუათანა და, ზორაიდე, დაიბადა 1921 წლის 24 ნოემბერს. მან მთელი ცხოვრება განათლებას და მედიცინას მიუძღვნა, თავდაპირველად დაწყებითი სკოლის მასწავლებლად, შემდეგ კი ექთნად მუშაობდა.

zride-1782656613.webp

პენსიაზე გასვლამდე ის რამდენიმე საავადმყოფოში მუშაობდა.1950 წელს ზორაიდე ენეას ალვეს და მოტოზე დაქორწინდა. წყვილს ხუთი შვილი შეეძინა.

უმცროსი და, ზულინა, 1923 წლის 4 მარტს დაიბადა. ლევიტას მსგავსად, მასაც ბავშვობიდან უყვარდა ხელსაქმე, განსაკუთრებით კერვა და ქარგვა.

zulin-1782656613.webp

1945 წლის 17 ივლისს ზულინა ხოსე ბენვინდო დოს სანტოსზე დაქორწინდა. სანამ ზულინა რკინიგზაზე მუშაობდა, ზულინა სახლს უვლიდა და ექვს შვილს ზრდიდა.

განქორწინების შემდეგ ზულინა რიო-დე-ჟანეიროში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ზორაიდე უკვე ცხოვრობდა. მოგვიანებით ლევიტაც მათ შეუერთდა, რათა დას ბავშვებთან ერთად ახალ ცხოვრებასთან შეგუებაში დახმარებოდა.

დები ათწლეულების განმავლობაში განუყოფლები დარჩნენ. ისინი ერთმანეთს რთულ პერიოდში უჭერდნენ მხარს და ყველა გამოწვევას ერთად შეხვდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს ძლიერი ოჯახური კავშირი გახდა მათი დღეგრძელობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი.

777c78376f8bd983739e230e589d2c91-1782656613.webp

თუმცა მეცნიერები კვლავ იკვლევენ ამ ფენომენს, რათა დღეგრძელობის მიზეზებს მიაგნონ.

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული სიამის ტყუპი და-ძმა - როგორ ცხოვრობდნენ ლორი და ჯორჯი: ბევრს მოგზაურობდნენ, განსხვავებული ინტერესები და კარიერა ჰქონდათ
როგორია მამობა 80-83 წლის ასაკში? - ხანდაზმული ვარსკვლავები, რომლებსაც ახალგაზრდა ქალებმა შვილები გაუჩინეს