"კასანდრას" ვარსკვლავები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს... - როგორ გამოიყურებიან 1990-იანების პოპულარული სერიალის მსახიობები? - მშობლები

"კასანდრას" ვარსკვლავები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს... - როგორ გამოიყურებიან 1990-იანების პოპულარული სერიალის მსახიობები?

2026-06-29 11:51:26+04:00

"კასანდრას" საერთაშორისო აღიარებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, კორაიმა ტორესი და ოსვალდო რიოსი დუბაიში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ისინი მესამედ დაჯილდოვდნენ „ჰუმანიზმის ჯილდოთი“.

reencuentro-nove-1782720180.jpg

reencuentro-novelero-que-1782720180.jpg

90-იან წლებში სერიალები ყველაზე პოპულარული გასართობი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. "მონა იზაურა", "ველური ვარდი", "სანტა ბარბარა", "კასანდრა" და ა.შ. ლათინოამერიკული ფილმები განსაკუთრებით პოპულარული იყო და მართლა დაუსრულებლად გრძელდებოდა.

„კასანდრა“ 1992 წელს გადაღებული ვენესუელური სერიალია, რომელიც 150 ეპიზოდისგან შედგებოდა. კიდევ ერთი მარტივი ისტორია ლამაზ გოგონასა და მის სიყვარულზე.

  • როგორ ცხოვრობენ დღეს ცნობილი სერიალის ვარსკვლავები და როგორ გამოიყურებიან?

კორაიმა ტორესი

მსახიობი 1973 წელს დაიბადა. სწორედ სერიალმა „კასანდრამ“ მოუტანა მას პოპულარობა და წარმატება, არა მხოლოდ მის მშობლიურ ვენესუელაში, არამედ მსოფლიოს 100 სხვა ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი არ იყო. ფილმში ტორესმა ორი როლი შეასრულა: კასანდრასი და მისი დედის, ანდრეანასი.

scale-1200-1782720165.jpg

დღეს კორაიმა ბედნიერი ქალია. კოლუმბიაში ცხოვრობს და 1996 წლიდან დაქორწინებულია. წყვილს ვაჟი ჰყავს. ბოლოდროინდელი ამბების თანახმად, მსახიობი მალე დიდ ეკრანზე დაბრუნებას გეგმავს და თავში უამრავი იდეა და საინტერესო პროექტი აქვს. ჯერ კიდევ უცნობია, რომელ კინოპროექტებში მიიღებს მონაწილეობას.

ოსვალდო რიოსი

კორაიმა ტორესი მომხიბვლელ და მაჩო მსახიობ ოსვალდო რიოსთან ერთად თამაშობს ტელესერიალში „კასანდრა“. 1960 წელს დაბადებული ეს სიმპათიური მამაკაცი პუერტო რიკოდანაა. ოსვალდო თავის მიმზიდველობას არა მხოლოდ ლათინოამერიკულ წარმომავლობას, არამედ დედის სომხურ ფესვებსაც უმადლის. რიოსის ოჯახი მდიდარი არ იყო. ოსვალდოს მამამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ზღვაში გაატარა, მეზღვაურად მუშაობდა.

rios-1782720166.jpg

ოსვალდო მუსიკით იყო დაინტერესებული და გარკვეული პერიოდი ადგილობრივ ჯგუფშიც გამოდიოდა. შემდეგ უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ფსიქოლოგის სპეციალობა მიიღო. თუმცა ბუნებრივად მიმზიდველმა და სიმპათიურმა ოსვალდო რიოსმა სამოდელო სფეროს წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო, მერე კი სამსახიობო დებიუტიც შედგა სატელევიზიო სერიალში „იმ სანაპიროზე“. კინორეჟისორები იმდენად მოხიბლულნი იყვნენ სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცით, რომ სწრაფად მიიწვიეს სხვა პროექტებში. რიოსმა, ტორესის მსგავსად, საერთაშორისო აღიარება „კასანდრას“ პრემიერის შემდეგ მოიპოვა.

რიოსს ამჟამად 27 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი ნახვა შესაძლებელია სატელევიზიო სერიალებში „ზორო: ხმალი და ვარდი“, „ფიცი“ და სხვა. სხვათა შორის, რიოსი მხოლოდ სამსახიობო საქმიანობით არ შემოიფარგლება. საკუთარი საპროდიუსერო კომპანია დააარს. სამჯერ იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს. ცოლებთან პრობლემური ურთიერთობის მიუხედავად, ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ შვილებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ და იგრძნონ, რომ მამა მათზე ზრუნავს.

ენრი სოტო

დაიბადა 1962 წლის 29 მაისს. მსახიობი იშვიათად საუბრობს ბავშვობაზე. ამბობს, რომ დაბადებისას თითქმის გარდაიცვალა, მაგრამ სასწაული მოხდა და ბედმა სიცოცხლე აჩუქა. მისი ბავშვობა არც ისე ბედნიერი იყო: მკაცრი დედა ცხოვრებას უწამლავდა. თავისუფლად სუნთქვა მხოლოდ ამერიკაში გადასვლის შემდეგ შეძლო. ვენესუელაში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სოტომ გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო. ის დღესაც წარმატებული მსახიობია. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ენრი განქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი.

enri-1782720166.jpg

კარმენსიტა პადრონი

მსახიობი დაიბადა 1950 წლის 15 მარტს, კარაკასში, ვენესუელაში. ის დაქორწინებულია. მის ფილმოგრაფიაში ასევე შედის „კასანდრას“ მსგავსი მრავალი პროექტი, მათ შორის ისეთი სერიალები, როგორიცაა „დაუვიწყარი“, „სუფთა სისხლი“, „გაზაფხული“, „კრისტალი“, „საყვარელი დედა“ და სხვა.

karm-1782720166.jpg

ნური ფლორესი

მსახიობი დაიბადა 1941 წლის 26 მაისს, ვენესუელას ქალაქ მარაკაიბოში. ის, ისევე როგორც მისი კოლეგები, სერიალების ვარსკვლავია. მისი ნახვა შესაძლებელია სერიალებში „ვალერია“, „სხვების ცოდვები“, „მეამბოხე ალმა“, „ელენას აჩრდილი“ და სხვა. მისი ბოლო პროექტი 2013 წელს გამოვიდა.

nuri-1782720166.jpg

“მონა იზაურა” – როგორ გამოიყურებიან სერიალის გმირები 50 წლის შემდეგ
ისევე ვამაყობ ღვთისმშობლის როლით, როგორც ჯულიეტათი... - ოლივია ჰასის ჰოლივუდური ცხოვრება