ეს ბიჭი 2016 წელს პლანეტის ყველაზე ლამაზ ბიჭად აღიარეს. 12 წლის ავსტრალიელი უილიამ ფრანკლინ-მილერი საერთოდ არ ელოდა ამ აღიარებას. მას ჩვეულებრივი გვერდი ჰქონდა ინსტაგრამზე და მეგობრებს უზიარებდა ახალ ფოტოებს. ერთხელაც მის ფოტოს იაპონელმა მოსწავლემ მიაქცია ყურადღება და ტვიტერში ატვირთა. მოულოდნელად ფოტოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დაიწყეს ფოტოს გმირის მოძებნა და სულ რამდენიმე დღეში უილიამის გვერდს ინსტაგრამზე უკვე 150 ათასი ხელმომწერი ჰყავდა.


განსაკუთრებით მოეწონათ ბიჭი აზიელ გოგონებს, რადგან მათი მტკიცებით, უილიამი ძალიან ჰგავს იაპონიასა და კორეაში პოპულარული ჟანრის - ანიმეს პერსონაჟებს. მალე კი მის შესახებ სამოდელო სააგენტოებმაც შეიტყვეს და დაიწყო მისი სამოდელო კარიერა.
ეგ კი არა, უილიამმა ჰოლივუდის ყურადღებაც მიიპყრო და მოკლემეტრაჟიან ფილმსა და სერიალ "ჯეკ აირიშში" გამოჩნდა. ისიც თქვა, რომ სამსახიობო კარიერა უფრო მოეწონა, ვიდრე სამოდელო.
ბევრს ეგონა, რომ გარდატეხის ასაკში ნაკვთები გაუუხეშდებოდა და ისეთი სიმპათიური არ იქნებოდა, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. თინეიჯერობის პერიოდშიც უილიამს არ აკლდა შემოთავაზებები და პროგნოზებს აკეთებდნენ, მისი სახით მომავალი ცნობილი მოდელი იზრდებოდა ან ცნობილი მსახიობი.





უილიამ ფრანკლინ-მილერი ისევ საკმაოდ წარმატებული და პოპულარულია. 12 წლის "მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბიჭი" დღეს უკვე 22 წლის ახალგაზრდა მოდელი და მსახიობია. მან არ მიატოვა მოდელობა — კვლავ თანამშრომლობს სხვადასხვა მოდის სააგენტოსა და ბრენდთან და ხშირად მონაწილეობს ფოტოსესიებში. პარალელურად, სამსახიობო კარიერაც განავითარა. ბოლო წლებში მონაწილეობდა ფილმებსა და სერიალებში, ხოლო მისი სამსახიობო პროექტები სულ უფრო მასშტაბური ხდება. სოციალურ ქსელებშიც კვლავ ძალიან პოპულარულია — Instagram-ზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და რეგულარულად აქვეყნებს ახალ ფოტოებსა და კადრებს გადაღებებიდან.





სხვათა შორის, ბევრი ამსგავსებს ახალგაზრდა ალენ დელონს.

უილიამს წლებია, შეყვარებულიც ჰყავს. თინეიჯერობიდან ხვდება ასევე მოდელს, ლილი ჩის.



