რატომ არის ბავშვი მოდუნებული და რატომ იღლება მალე, როცა ანალიზები წესრიგშია - მიზეზი სახლში უნდა ეძებოთ - მშობლები

რატომ არის ბავშვი მოდუნებული და რატომ იღლება მალე, როცა ანალიზები წესრიგშია - მიზეზი სახლში უნდა ეძებოთ

2026-06-30 09:31:25+04:00

ბავშვი მოდუნებული გეჩვენებათ და სწრაფად იღლება, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს და არც გადატვირთულია? რა არის ამის მიზეზი?

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მტვერი და დაბინძურებული ჰაერი ხშირად ხდება თავის ტკივილის, ცხვირის გაჭედვის და, შესაბამისად, უძილობის, დაღლილობისა და დუნე მდგომარეობის მიზეზი არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ უფროსებშიც. ხშირად საქმე სწორედ ეკოლოგიასა და დაბინძურებულ ჰაერშია — თუნდაც სახლში. საცხოვრებელთან ახლოს პარკის არსებობაც კი ვერ შველის საქმეს — ყვავილის მტვერი და ყვავილობა სიტუაციას მხოლოდ ამწვავებს, ხოლო ხშირი დალაგება ნამდვილ წამებად იქცევა და ხანდახან შედეგსაც არ იძლევა.

რატომ არ მოაქვს შედეგი ჩვენს ძალისხმევას სისუფთავის შესანარჩუნებლად და რა უნდა გავაკეთოთ? გთავაზობთ 3 მიზეზსა და გადაჭრის გზას, რომლებიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაგეხმარებათ ოჯახის ჯანმრთელობისა და სახლში სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში.

მიზეზი №1: თქვენს სახლში არის ცხოველი

თუნდაც რობოტი მტვერსასრუტი მუშაობდეს 24/7-ზე, ის ვერ შეცვლის სველ წმენდას. მეგაპოლისის ყველაზე სუფთა უბნებშიც კი ჰაერი ყოველთვის არის მტვრის, გამონაბოლქვისა და ყვავილის მტვრის ნაზავი (თბილ სეზონზე). ხოლო თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ, ამას ემატება ბეწვი და ქერტლი — ამ ყველაფრის ფონზე კი ცხვირის გაჭედვას ვერსად გაექცევით. ამიტომ გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდი.

მიზეზი №2: თქვენ სახლის ყველა ზონას არ უთმობთ ყურადღებას

ამ ხერხს პროფესიონალი დამლაგებლები იყენებენ — ერთჯერადად მხოლოდ ერთი ოთახის ან სივრცის დალაგება. ასე სახლში ყოველთვის სისუფთავე იქნება და მთელი უქმეების გენერალურ დალაგებაზე დახარჯვა არ მოგიწევთ.

ეს ასე კეთდება: წმენდთ მტვერს ყველა ზედაპირიდან, აპრიალებთ ხის ავეჯს, ასუფთავებთ რბილ ავეჯს მინი-მტვერსასრუტით, აღწევთ რთულად მისადგომ ადგილებში და წმენდთ ან ატარებთ მტვერსასრუტს იატაკზე. მაგრამ ამას აკეთებთ მხოლოდ ერთ ოთახში (ან მხოლოდ სამზარეულოში/აბაზანაში). თვეში ერთხელ რეცხავთ ფარდებსა და გადასაფარებლებს და წმენდთ ფანჯარას. თეთრეული კი კვირაში ერთხელ გამოცვალეთ, რადგან მასზეც დიდი რაოდენობით მტვერი გროვდება.

ხოლო იდეალური ჰაერისთვის შეგიძლიათ გამწმენდი მოწყობილობა რიგრიგობით სხვადასხვა ოთახში დადგათ: ორი დღე ბავშვის ოთახში, ორი დღე — მშობლების საძინებელში, ორი დღე კი — სამზარეულოსა თუ მისაღებში.

მიზეზი №3: ბავშვი თამაშობს იქ, სადაც ცხოველი ისვენებს

შინაურ ცხოველთან ერთად ბავშვების გაზრდა შესანიშნავი გზაა ემპათიისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განსავითარებლად. თუმცა, კატას ან ძაღლს სახლში ყოველთვის უჩნდება საყვარელი ადგილები: დივანი, ხალიჩა, ფანჯრის რაფა ან ბავშვის სათამაშო ხალიჩის სიახლოვე. სწორედ აქ გროვდება ბეწვი, კანის ნაწილაკები, მტვერი და სუნი.

ალერგიულ რეაქციასა და დისკომფორტს ხშირად იწვევს არა ხილული ბეწვი, არამედ ცილები, რომლებიც ცხოველის კანის ნაწილაკებსა თუ ნერწყვში შედის. ისინი ადვილად ჯდებიან ტექსტილზე, ხალიჩებსა და სათამაშოებზე, ხოლო როდესაც ბავშვი დარბის ან იატაკზე თამაშობს, ეს ნაწილაკები ისევ ჰაერში იწევა. ვინაიდან ბავშვებს უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვთ იატაკთან, ისინი უფრო მეტად სუნთქავენ ამ დაბინძურებულ ჰაერს.

ამიტომ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იატაკის გამოწმვა, არამედ ჰაერის მუდმივი ცირკულაცია და წმენდა იქ, სადაც ცხოველი ყველაზე მეტ დროს ატარებს.

როგორ გავუმკლავდეთ მოსწავლის დაღლილობას - 14 რჩევა ბავშვთა ფსიქოლოგისგან
პროდუქტები, რომლებიც დაღლილობას იწვევენ