ექიმი და ინფლუენსერი, გიორგი ღოღობერიძე გამომწერებს იმ საშუალებებს უზიარებს, რომლებიც, მისი თქმით, ძილის დარღვევის დროს დაეხმარებათ.
"რამდენ ადამიანს აწუხებს უძილობა, ან ძილის იმდენად დარღვევა, რომ ფიქრობენ რომ, ახლა წავალ მე აფთიაქში, ვიყიდი რაღაც საკვებ დანამატს, მივიღებ და ძილის პრობლემა მომიგვარდება.
სანამ თქვენ ახლა გაიქცევით აფთიაქში და მართლა რამეს შეიძენთ, მე გასწავლით სამ ბუნებრივ პროდუქტს, რომლებიც ძილს მოგიწესრიგებთ.
პირველი ეს არის ნიგოზი. ნიგოზი შეიცავს ბიოშეღწევად მელატონინს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიგვზის მიღების შემდეგ, სისხლში მელატონინის კონცენტრაცია მართლა იზრდება.
მეორე ეს არის ნუში. ნუში შეიცავს მაგნიუმს. ის NMDA რეცეპტორების აქტივობას აქვეითებს, ესენი პასუხისმგებლები არიან ჩვენს აგზნებადობაზე და დაძაბულობაზე, ხოლო გამა-ამინოერბოს მჟავას რეცეპტორების აქტივობას აძლიერებს და სწორედ ამიტომაც არის, რომ ნუშის მიღების შემდეგ ადამიანი უკვე საბოლოო ჯამში მშვიდდება, კუნთები დუნდება და კორტიზოლის, ანუ სტრესის ჰორმონის რაოდენობა იკლებს.
მესამე ეს არის გოგრის თესლი. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს, ტრიპტოფანიდან ჯერ სინთეზირდება სეროტონინი და მერე ეს გარდაიქმნება მელატონინად, ანუ ძილის ჰორმონად. სწორედ ამიტომაც არის, რომ ადამიანს ერთი მხრივ ხასიათიც უუმჯობესდება და მეორე მხრივ ძილის ხარისხიც ესადაგება. სხვათა შორის, გოგრის თესლი ასევე შეიცავს თუთიასაც, რაც აუცილებელია აი ამ რეაქციების წარმართვისთვის.
ასე რომ, გოგრის თესლი, ნუში და ნიგოზი — აი ეს სამი რაღაც სახლის პირობებში ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში თქვენ ძილს უფრო გააუმჯობესებენ. მადლობა ყურადღებისთვის, თუ მოგეწონათ ეს რჩევა ასევე გაუზიარეთ სხვებსაც." - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.