ცნობილმა მოდელმა და ინფლუენსერმა გამომწერებს გაუმხილა, რომ მის პატარა ქალიშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ძალიან რთულ პერიოდს გადის - მშობლები

ცნობილმა მოდელმა და ინფლუენსერმა გამომწერებს გაუმხილა, რომ მის პატარა ქალიშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ძალიან რთულ პერიოდს გადის

2026-07-02 11:35:33+04:00

ნარა სმიტისა და მოდელ ლაკი ბლუ სმიტის ორ წლის ქალიშვილს ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა. ამის შესახებ 24 წლის ინფლუენსერმა საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე დაწერა. ნარას თქმით, მან და მისმა მეუღლემ შუათანა ქალიშვილის, უიმსის ავადმყოფობის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შეიტყვეს, როდესაც შეამჩნიეს, რომ ბავშვი ცუდად გამოიყურებოდა. თავდაპირველად მშობლებმა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას მიმართეს, თუმცა იქაურმა ექიმებმა მდგომარეობის გაუარესების მიზეზის დადგენა ვერ შეძლეს.

მოგვიანებით ვითარება თანდათანობით გაირკვა: "როდესაც ის ჩვენს პედიატრთან მივიყვანეთ, მახსოვს, ექიმი უცებ როგორ გაჩუმდა... იმ მომენტში გული მომეკუმშა. არ ვიცი, ეს ინტუიცია იყო თუ უბრალოდ დედობრივი წინათგრძნობა, მაგრამ პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ მას კიბო ჰქონდა".

nara-smiti-2-1782978029.jpg
ნარა სმიტი ქალიშვილთან ერთად

მრავალმხრივი გამოკვლევის შემდეგ ბავშვს მძიმე დიაგნოზი დაუდასტურეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სიმსივნური უჯრედები სწრაფად ვრცელდებოდა, რის გამოც ქიმიოთერაპიის დაუყოვნებლივ დაწყება იყო საჭირო. სმიტმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში მისი იშვიათი გამოჩენის მიზეზი სწორედ შვილის ავადმყოფობა გახდა: მას საავადმყოფოში ბავშვის მოვლასთან ერთად სხვა შვილებზე ზრუნვის, მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციისა და ბლოგის მართვის შეთავსება უწევს. "არის დღეები, როცა ცოტათი უფრო ადვილია, არის დღეები, როცა ძალიან რთულია, და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის ის, რომ ძალ-ღონე არ დავიშურო", - აღნიშნა ახალგაზრდა ინფლუენსერმა.

3-1782978044.webp
ნარა და ლაკი ბლუ სმიტები

უიმსის გარდა, სმიტებს სამი შვილი ჰყავთ - ხუთი წლის რამბლ ჰანი, ოთხი წლის სლიმ იზი და ფაუნი გოლდენი, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დაიბადა. წყვილი 2020 წელს დაქორწინდა. 28 წლის მოდელს ასევე ჰყავს შვიდი წლის ქალიშვილი წინა ურთიერთობიდან.

nara-smiti-4-1782978108.jpg
ნარა სმიტი შვილებთან ერთად

images-2-1782991234.jpg

nara-smiti-5-1782978134.jpg
ლაკი ბლუ სმიტი ქალიშვილთან ერთად
nara-smiti-6-1782978175.jpg
ნარა სმიტი

ნარა სმიტმა სახელი გაითქვა კულინარიული ვიდეოებით, რომლებიც გადაღებულია "ტრადვაიფების" (tradwives, ტერმინიდან traditional wives - ტრადიციული ცოლები, რომლებიც უპირატესობას ოჯახის ტრადიციულ სტრუქტურას ანიჭებენ, სადაც ქმარი მუშაობს, ხოლო ცოლი სახლს აწესრიგებს, სადილს ამზადებს და ბავშვებს ზრდის) ესთეტიკაში. ამჟამად მის ინსტაგრამ-გვერდს 4,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. ამასთანავე, სოციალურ ქსელში ბლოგერს ხშირად აკრიტიკებენ "პატრიარქალური ფასეულობების პროპაგანდისთვის". ბევრი მიიჩნევს, რომ იგი დიასახლისის სახეს ამახინჯებს, რადგან ვიდეოებში მდიდრული სამოსითა და პროფესიონალური მაკიაჟით წარსდგება ხოლმე.

728x1019-1-96f21e7b17c09a2cd80e669645a7481d1714x2400-0x7wtiapkf-7918165563399197777-1782991234.jpg.webp

საგანგაშო ინფორმაცია პროცედურაზე, რომელსაც ქალები ხშირად მიმართავენ - სიმსივნურ პროცესებს უწყობს ხელს, ზოგჯერ ახასიათებს თმის გაძლიერებული ცვენა, ალერგია, თვალების გაღიზიანება, ღებინება
თუ ხშირად ხდება ულტრაიისფერი ნათების ქვეშ ფრჩხილების მოთავსება, არსებობს ალბათობა, რომ სიმსივნური წარმონაქმნი გაჩნდეს - დერმატოლოგი შილაქის ხშირი გამოყენების საფრთხეებზე