ავარიის დროს დაშავებული 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა - დაშავდა კიდევ ერთი მოზარდი - მშობლები

ავარიის დროს დაშავებული 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა - დაშავდა კიდევ ერთი მოზარდი

2026-07-05 14:56:15+04:00

დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მოზარდი, საბა ჯაგოდნიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მოზარდი ავარიის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. საბა 12 წლის იყო.

აღნიშნული ავარიის დროს კიდევ ერთი მოზარდი დაშავდა, რომელიც კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას და მისი მდგომარეობა სტაბილურია

ცნობისთვის, არასრულწლოვანებს, რომლებიც ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდნენ, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
იბრძოლა, რომ ემიგრაციიდან ჩამოსულ დედას, ცოცხალი დახვედროდა... ნახა დედა და 3 წუთში დაიღუპა - თბილისში ავარიას 20 წლის გოგონა ემსხვერპლა