სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი, საქართველოს ისტორია კი ცალკე საგნად შეისწავლება, მოსწავლეები მე-10 კლასიდან აღარ ისწავლიან მსოფლიო ისტორიას - მშობლები

სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი, საქართველოს ისტორია კი ცალკე საგნად შეისწავლება, მოსწავლეები მე-10 კლასიდან აღარ ისწავლიან მსოფლიო ისტორიას

2026-07-06 13:40:26+04:00

2026 -2027 სასწავლო წელს, მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან. შესაბამისი საათობრივიბადე სკოლებს უკვე დაეგზავნათ, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, წინა წლებისგან განსხვავებით, ნაცვლად მე-8 კლასისა, ქიმიის საგნის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება. გარდა ამისა, მე-7 კლასიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან. ასევე, მე- 7 კლასიდან ცალკე საგნად შეისწავლება საქართველოს ისტორია და მსოფლიოს ისტორია.

ამასთან, დაწყებით საფეხურზე გაზრდილია ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის სწავლება.

კიდევ ერთი სიახლე შეეხება მე-10 კლასში ისტორიის სწავლებას, დაგეგმილი ცვლილებით, მსოფლიო ისტორიის სწავლება ამოღებულია ისტორიის საგნიდან და მე- 10 კლასიდან შეისწავლება მხოლოდ საქართველოს ისტორია.

ინტერპრესნიუსი

სკოლებში ინგლისურ ენას პირველი კლასიდან აღარ ისწავლიან - რა ცვლილება შედის ენის სწავლების პროცესში
რა იცვლება სკოლის სახელმძღვანელოებში - განათლების მინისტრი კონცეფციაზე, რომელიც ყველა სასკოლო წიგნს შეეხება