„ზაფხულის საკითხავი აი ეს არის!“ - „პალიტრა L“-ის ლიტერატურული ტურნე 7 ივლისს, ახმეტიდან იწყება და 10-ზე მეტ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს მოიცავს. ტრადიციული ტურნეს ფარგლებში მკითხველს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს თანამედროვე ქართველ ავტორებს, მონაწილეობა მიიღოს საინტერესო ლიტერატურულ აქტივობებში და რაც მთავარია, ისარგებლოს დიდი ფასდაკლებებით სხვადასხვა ჟანრის წიგნებზე.
„პალიტრა L-ის“ წლევანდელი ლიტერატურული ტურნეს მთავარი სათქმელი ასეთია - „ზაფხული, შენი საკითხავი სეზონია და ამ სეზონზე შენი გამომცემლობა შენთან მოდის, ზაფხული - აი, ეს არის კითხვის დრო და ჩვენი წიგნების ყოველი გვერდი ახალი თავგადასავალია. მოემზადე სიახლეებისთვის. საკითხავს ყველგან იპოვი, ვინც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო, შენი საკითხავი მალე შენს ქალაქში მოვა“.
„პალიტრა L-ი“ ლიტერატურული ტურნეს პირველ შეხვედრას „ფიქრის კუთხესთან“ და „ჰუმანურ კუნძულთან“ თანამშრომლობით მართავს.
ჩაინიშნეთ სამშაბათი, 7 ივლისი და ესტუმრეთ ახმეტაში მთავარ ლიტერატურულ ღონისძიებებს, რომლებსაც „პალიტრა L-ი“ გიმზადებთ.
მისამართი - ფიქრის კუთხე, დავით აღმაშენებლის ქ. №1, ახმეტა
ღონისძიებების განრიგი:
ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში „პალიტრა L-ი“ ასევე ესტუმრება ლაგოდეხს, საგარეჯოს, წნორს, გორს, ყაზბეგს, მესტიას, ახალციხეს, ხაშურს, ბაღდათსა და წყალტუბოს. თითოეული გაჩერების ზუსტი განრიგი თანმიმდევრულად გამოქვეყნდება. თვალი ადევნეთ „პალიტრა L-ის“ სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდს, რომ თქვენი საკითხავიც დროულად აღმოაჩინოთ.
სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც ტურნეს ფარგლებში ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გელოდებათ:
გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ შესახებ
„პალიტრა L-ი“ 2005 წელს დაარსდა და დღეს საქართველოში წიგნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემელი და გამავრცელებელია. გამომცემლობამ პირველმა შემოგვთავაზა ორიგინალური სამგანზომილებიანი და ინტერაქციული საბავშვო წიგნები, ხოლო დღეს მყარი პარტნიორობა აქვს ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორებიცაა Disney, Penguin Random House და HarperCollins.
გამომცემლობის მასშტაბური პროექტებია: ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“, „გუდას აუდიოწიგნები“ და ეკო-ინიციატივა „მაკულიტერატურა“, რომლის ფარგლებშიც მკითხველების დახმარებით უკვე 150 000-ზე მეტი ხეა გადარჩენილი.
R