ყველასთვის საყვარელი საბავშვო ჟურნალის, „საბავშვო კარუსელის" ივლისის ნომერი „ხუთკუნჭულას“ ახალ გამოცემასთან ერთად გამოვიდა და მისი შეძენა სპეციალურ ფასად, 9,90 ლარად არის შესაძლებელი.

წიგნში ქართული ხალხური ზღაპარი ახლებურად ცოცხლდება თანამედროვე ილუსტრაციებით, რომლებიც პატარა მკითხველს პირველივე გვერდებიდან დააინტერესებს.

ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრირებული სერია „საბავშვო კარუსელთან“ ერთად 29 მაისიდან გამოდის. პროექტი შექმნილია გამომცემლობა „პალიტრა L-თან“ ერთად და ემსახურება ქართული ხალხური ზღაპრების გაცოცხლებასა და მათი ახალი თაობებისთვის გაცნობას. „საბავშვო კარუსელთან“ ერთად უკვე გამოცემულია „წიქარა“.

შეავსეთ თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკა ქართული ხალხური ზღაპრების ფერადი კოლექციით. „საბავშვო კარუსელისა“ და „ხუთკუნჭულას“ ახალი გამოცემის შესაძენად ეწვიეთ „ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელს და პრესის გავრცელების ჯიხურებს.
R