მსახიობი გიორგი ყიფშიძე „დედების პოდკასტში“ იმ გამოწვევების შესახებ საუბრობს, რასაც მარტოხელა მამისთვის შვილების დამხმარის გარეშე გაზრდა ჰქვია. როგორც მსახიობი აღნიშნავს, მისი მესამე შვილი ლუნა 6 თვის, ხოლო კოსმო - 1,5 წლის იყო, როცა ცოლს - ენი გასიევას დაშორდა. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალმა ბავშვები მამასთან დატოვა და გიორგისაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა ყოფილიყო დედაც და მამაც. დეკრეტშიც კი გავიდა იმისთვის, რომ შვილებისთვის ყურადღება არ მოეკლო, ისწავლა საოჯახო საქმეები, სარეცხის მანქანის ჩართვა, სადილის მომზადება და კიდევ მრავალი სხვა და დღემდე პატარებს დამოუკიდებლად ზრდის.
უნდა აღინიშნოს, რომ ენი გასიევა გიორგის მესამე მეუღლე იყო, პირველად ქორწინებაში კრისტი ყიფშიძესთან გახლდათ, რომელთანაც საერთო შვილი - ნატალია ჰყავს, მას საზოგადოება კარგად იცნობს.
მეორედ გიორგიმ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა, მასთან ბიჭი - ალექსანდრე ჰყავს.

მესამედ კი ენისთან შექმნა ოჯახი. წყვილი მგზნებარე სიყვარულის შესახებ საუბარს საჯაროდაც არ ერიდებოდა, მცირე ხნიანი თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი კოსმო და ლუნაც შეეძინათ.
გარდა ყოველდღიური სირთულებიისა, რომლებზეც გიორგის არაერთხელ უსაუბრია, ამჯერად ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ 6 წელია მეორე შვილი ალექსანდრე მასთან არ კონტაქტობს. დისტანცირებულია მამისგან, კონტაქტობს მამიდასთან, გიორგის ოჯახთან, მაგრამ არა - მამასთან.
„მაშინ 8 წლის იყო, ახლა 14-ისაა... მე და ჩემი მეუღლე რომ დავშორდით და დედასთან ერთად წავიდა, ჩათვალა, მამამ გააგდო... კიდევ ორი შვილი რომ გამიჩნდა, იეჭვიანა და როგორც ვხვდები, ვერ მპატიობს...გული მისკდება, რა ვქნა არ ვიცი, იმედი მაქვს, მოვა დრო და ყველაფერი დალაგდება, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ამას“, - აღიშნავს გიორგი ამ თემაზე საუბრისას.