"ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა, ჯობია, ბოთლი ან რკინის ჭურჭელი შევარჩიოთ" - მაია ბუწაშვილი ზაფხულის მთავარ რისკებზე. - მშობლები

"ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა, ჯობია, ბოთლი ან რკინის ჭურჭელი შევარჩიოთ" - მაია ბუწაშვილი ზაფხულის მთავარ რისკებზე.

2026-07-07 09:51:12+04:00

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილი გადაცემაში "კოტcast" საუბრობს, რატომ შეიძლება, ყინული ეპიდაფეთქების წყარო გახდეს და რატომ ჯობს, ზაფხულში დიდი ხნით ადრე მომზადებულ სალათებს მოვერიდოთ:

- ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა. ამიტომ, ჯობია ყინულს მოვერიდოთ. მაგალითად, როდესაც სასმელს ვუკვეთავთ ან ვყიდულობთ, უმჯობესია, მაცივრიდან გამოღებული მთლიანი ბოთლი ან რკინის ჭურჭელი შევარჩიოთ, რადგან არავინ იცის, თუ რა წყლისგან არის ეს ყინული დამზადებული. ყინულთან ასოცირებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებები კი ძალიან ბევრი და ხშირია. ​გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევეხოთ სალათებს და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზაფხულში, რესტორნებშიც კი, აჯობებს, ჯანსაღი კვება დროებით გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა ახლად მომზადებულ კერძებს მივანიჭოთ. აჯობებს, საკვები მაღალ ტემპერატურაზე იყოს მომზადებული, ვიდრე სალათები მივირთვათ, რადგან სალათები ხშირად ინფექციების გავრცელების განსაკუთრებული წყაროა. ასე რომ, ეს ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია.

მაია ბუწაშვილმა ძლიერ სიცხეში იმუნიტეტის დასუსტებაზეც ისაუბრა.

"ადამიანებში სტერეოტიპია: "გავცივდი" — და არასდროს გამიგია ვინმეს ეთქვას, "გავცხელდი" და ამის გამო ვარ ცუდადო. არადა, იგივე წარმატებით, როგორც ორგანიზმის გადაცივება, ასევე გადაცხელება ახდენს ნეგატიურ გავლენას იმუნურ სისტემაზე", - ამბობს ექიმი და განმარტავსმაინც რატომ მატულობს ნაწლლავური ინფექციები მაინც და მაინც ზაფხულობით?

"პირველ რიგში იმიტომ, რომ ტემპერატურა მათთვის არის იდეალური გარემო, რომ გამრავლდნენ. მაგრამ მარტო ეს არ არის მიზეზი.ზაფხული ის დროა, როცა ადამიანები იკრიბებიან, გადიან პიკნიკებზე, კურორტებზე — ზღვაზე, მთაში — და ინფიცირების რისკი, შესაბამისად, მატულობს. ანუ ჯგუფური სიტუაციები იზრდება. ხშირად სარგებლობენ სასტუმრო ქსელებით, რესტორნებით, სადაც შეიძლება საერთოდ ეპიდემიოლოგიური აფეთქებებიც კი იყოს ხოლმე.თუმცა, გააჩნია, რომელ ბაქტერიებზე ვლაპარაკობთ — ზოგიერთი მიკროორგანიზმისთვის, პირიქით, ზამთარია საყვარელი პერიოდი. მაგრამ ისინი, რომელთაც ზაფხული უყვართ, ძირითადად უფრო დიარეული დაავადებებია, ანუ კუჭ-ნაწლავის სისტემის სიმპტომებით მიმდინარე ინფექციები.“ - ამბობს მაია ბუწაშვილი.

მისივე თქმით, ზაფხულობით ჩვენ იმუნურ სისტემას უჭირს ინფექციებთან გამკლავება.

"სიცხის, ანუ მაღალი ტემპერატურის პირობებში ჩვენი იმუნური სისტემა გარკვეულ გადართვას აკეთებს და შედარებით უჭირს გამკლავება სხვადასხვა ინფექციასთან. განსაკუთრებით მაშინ, თუ ძალიან ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურაა, ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ ექსპოზიციაა ძალზე მაღალი. ულტრაიისფერი სხივების ფონზე ძალიან ხშირად იმატებს ინფექციური დაავადებების მიმართ მგრძნობელობა. დეჰიდრატაცია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მიზეზია“

აჭარის სანაპიროსთან წყალში ფეკალიები ჩადის, იქ ხალხი ბანაობს და ამის შედეგად ზღვისპირა რეგიონებში ხშირად გვაქვს ნაწლავური ინფექციის ეპიდაფეთქებები - ეპიდემიოლოგი შავი ზღვის დაბინძურების რისკებზე
როგორია ნაწლავური მიკროფლორა სხვადასხვა ტიპის კვების დროს და რატომაა რძემჟავა საკვები სასარგებლო