რამდენი დღით უნდა წავიყვანოთ ბავშვი დასასვენებლად, რომ კურორტმა რეალური შედეგი მოგვცეს: "ხანმოკლე დასვენება უარესი სტრესია ორგანიზმისთვის" - მშობლები

რამდენი დღით უნდა წავიყვანოთ ბავშვი დასასვენებლად, რომ კურორტმა რეალური შედეგი მოგვცეს: "ხანმოკლე დასვენება უარესი სტრესია ორგანიზმისთვის"

2026-07-08 08:45:35+04:00

კურორტზე დასვენება ძვირად ღირებული ფუფუნებაა. ალბათ ხშირად გსმენიათ სხვებისგან, "სულ არაობას, ერთი კვირით მაინც წავიყვან ბავშვს ზღვაზე/მთაში". სამწუხაროდ, როდესაც საქმე ბავშვის ორგანიზმს ეხება, პრინციპი „ცოტა ხნით მაინც სჯობს საერთოდ არ წაყვანას“ არ მუშაობს. მეტიც, 7-დღიანმა დასვენებამ ბავშვს შესაძლოა იმაზე მეტი ზიანი მოუტანოს, ვიდრე საერთოდ არწაყვანამ.

აი, როგორ ხსნის ამას თანამედროვე მედიცინა, რატომ არის ხანმოკლე დასვენება უარსეი შედეგის მომტანი და რამდენი დღეა ის აუცილებელი მინიმუმი, რომ ბავშვის ორგანიზმმა კურორტიდან სარგებელი მიიღოს.

ეს მინიმალური ვადა, რაც ბავშვის ორგანიზმს სჭირდება, არის 10-დან 14 დღემდე. თუ უფრო ნაკლები დროით მიგყავთ, ბავშვი ჰაერის გამოცვლისგან სარგებელს ვერ მიიღებს და პროცესი მხოლოდ ფუჭი ხარჯი და ორგანიზმისთვის დამატებითი სტრესი იქნება.

აი, როგორ ხსნის ამას თანამედროვე მედიცინა და რატომ არის 2 კვირა ის აუცილებელი მინიმუმი:

აკლიმატიზაციის ფაზა (პირველი 5–7 დღე)

როდესაც ბავშვი სრულიად განსხვავებულ კლიმატურ ზონაში გადაგყავთ (მაგალითად, თბილისის სიცხიდან ალპურ ზონაში ან ზღვაზე), მისი ორგანიზმი ხვდება სრულიად უცხო გარემოში, სადაც სხვაა ჟანგბადის წნევა, ტენიანობა და ტემპერატურა.

  • რა ხდება სხეულში: პირველი 3 დღე ორგანიზმი შოკშია. შემდეგი 3-4 დღე ის მთელ თავის ენერგიას ხარჯავს ახალ პირობებთან შეგუებაზე (აკლიმატიზაციაზე). ამ პერიოდში ბავშვის იმუნიტეტი დროებით ქვეითდება, რის გამოც პირველ კვირას ხშირია უმიზეზო ტემპერატურა, მოთენთილობა, ჭირვეულობა ან კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი. პირველი ერთი კვირა ბავშვი კი არ ჯანმრთელდება, არამედ ეგუება გარემოს.

გაკაჟებისა და აღდგენის ფაზა (მე-7 დღიდან)

მხოლოდ აკლიმატიზაციის გავლის შემდეგ, ანუ მეორე კვირიდან, იწყება კურორტის რეალური, სამკურნალო მოქმედება. ამ დროს ორგანიზმი უკვე ადაპტირებულია და იწყებს ახალი კლიმატის პლუსების ათვისებას. უმჯობესდება სისხლის ფორმულა (განსაკუთრებით მაღალ მთაში, სადაც ერითროციტების გამომუშავება იმატებს). ნერვული სისტემა მშვიდდება და სასუნთქი გზები იწყებს ბუნებრივ აღდგენას.

რატომ არის 1 კვირიანი დასვენება შეცდომა?

თუ ბავშვი კურორტზე მხოლოდ 7 დღით მიგყავთ, თქვენ მას ატარებთ მხოლოდ აკლიმატიზაციის (სტრესის) ფაზას და ზუსტად იმ მომენტში, როცა ორგანიზმმა გამოჯანმრთელება უნდა დაიწყოს, ის კვლავ უკან, ძველ გარემოში აბრუნებთ. ეს იწვევს „რეაკლიმატიზაციას“ — ორგანიზმს ხელახლა უწევს გადაწყობა, რაც კიდევ დამატებითი სტრესია იმუნური სისტემისთვის.

ამიტომ თუ არ გაქვთ ფინანსური ან ფიზიკური შესაძლებლობა, რომ ბავშვი მინიმუმ 10-14 დღით წაიყვანოთ შორს, სჯობს საერთოდ არ ატაროთ შორ მანძილზე კლიმატის მკვეთრი ცვლილებით. ასეთ დროს ბევრად უფრო ეფექტურია ქალაქთან ახლოს, სადაც კლიმატი იდენტურია (მაგალითად, წყნეთი, კოჯორი, საგურამო), აგარაკზე ან სოფელში სტაბილურად 2-3 კვირით გაყვანა. ასე აკლიმატიზაციის სტრესსაც აარიდებთ თავს და ბიუჯეტსაც დაზოგავთ.

რომელი კურორტი რა სარგებლობას აძლევს ბავშვს და რა არის გადაჭარბებული მოლოდინი: ეს ინვესტიცია, რომელიც ბავშვის განვითარებას უფრო მეტად უწყობს ხელს, ვიდრე ნებისმიერი ძვირადღირებული სათამაშო
ამ კურორტის აღმოჩენის შემდეგ დასრულდა ჩვენს ოჯახში ხველის და გაციების პრობლემა - მკითხველის აღმოჩენილი კურორტი