მარლა ჰენსონი: მოდელი, რომლის სილამაზეც შურისძიების სამიზნედ იქცა - მშობლები

"თუ ჩემი არ იქნები, ვერც სხვას შეხვდები..." - ცნობილი მოდელის შეცვლილი ცხოვრება, ერთი უარის გამო

2026-07-08 09:33:01+04:00

1986 წელს ნიუ-იორკში მარლა ჰენსონი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და წარმატებულ მოდელად ითვლებოდა. თუმცა, მის კარიერასა და ცხოვრებას წერტილი ერთმა საბედისწერო ღამემ დაუსვა.

marla-hansoni-15-1783489044.jpg

გზა წარმატებისკენ

მარლა ჰენსონი 1961 წლის 18 ივნისს, მისურის შტატის ქალაქ ინდეპენდენსში დაიბადა. მან ოდესას უმაღლესი სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა უნივერსიტეტში, ტეხასში, განაგრძო. თავდაპირველად გოგონა უძრავი ქონებისა და დაზღვევის სფეროში მუშაობდა. სწორედ სამსახურებრივმა დაწინაურებამ იგი ნიუ-იორკში ჩაიყვანა, სადაც მან მოდელად ნახევარ განაკვეთზე დაიწყო მუშაობა. შესანიშნავი გარეგნობის დახმარებით მოდელობა 1980-იან წლებში მის ძირითად პროფესიად იქცა.

marla-hansoni-11-1783489072.jpg

საბედისწერო თავდასხმა და მოტივი

1986 წლის ივნისში მარლას კონფლიქტი თავის ბინის მეპატრონესთან, სტივ როტთან მოუვიდა, რომელიც მას გირაოს თანხას არ უბრუნებდა. გარდა ფინანსური დავისა, მოდელმა როტის მცდელობები, მათ შორის რომანტიკული ხასიათის ყურადღება, მანამდე მკაცრად უარყო.

განაწყენებულმა მამაკაცმა შურისძიება განიზრახა და მარლაზე თავდასასხმელად ორი მეგობარი - სტივენ ბოუმენი და დარენ ნორმანი დაიქირავა. სასამართლოში მარლა იხსენებდა, რომ როტმა მას ბარიდან გარეთ გასვლა სთხოვა, თავად კი გვერდზე გადგა, როდესაც ორმა მამაკაცმა "ძარცვის" იმიტაცია მოაწყო და მოდელს სახე სამართებლით დაუსერა. თავდასხმამ მსხვერპლს სახეზე სამი ღრმა ჭრილობა დაუტოვა, რასაც სასწრაფო ქირურგიული ჩარევა და 100-ზე მეტი ნაკერის დადება დასჭირდა. მარლას სახეზე სამუდამო ნაწიბურები დარჩა.

marla-hensoni-3-1783489100.jpg

marla-hensoni-1-1783489125.jpg

marla-hansoni-14-1783489145.jpg

"ჩემი სილამაზე და ის, თუ როგორ გამოვიყურებოდი, ამ თავდასხმის მიზეზი გახდა. ის პრინციპით მოქმედებდა: თუ ჩემი არ იქნები, ნურც სხვას შეხვდები," - განმარტავდა მოგვიანებით ჰენსონმა.

რეზონანსული სასამართლო პროცესი

ამ საქმეს 1980-იანი წლების პრესა აქტიურად აშუქებდა. სტივ როტისა და შემსრულებლების სასამართლო პროცესები ცალ-ცალკე ჩატარდა, რომლებსაც მოსამართლე ჯეფრი ატლასი უძღვებოდა. როტის პროცესზე მისმა ადვოკატმა უცნაური ვერსიაც კი წამოაყენა, თითქოს როტმა ბოუმენთან გეი-ურთიერთობა სწორედ იმ დღეს გაწყვიტა, რამაც ბოუმენის ეჭვიანობა და მარლაზე თავდასხმა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, სტივ როტი თავდასხმის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს.

marla-hensoni-2-1783489194.jpg

რამდენიმე თვის შემდეგ ბოუმენისა და ნორმანის პროცესი დაიწყო. აქ მარლა ბოუმენის ადვოკატის, ალტონ ჰ. მედოქსის მხრიდან მძიმე, სკანდალური ჯვარედინი დაკითხვის მსხვერპლი გახდა. ადვოკატმა მოდელის რეპუტაციის შელახვა სცადა, რასაც პროკურორმა "ამაზრზენი და ბინძური" უწოდა. მედოქსი იმასაც ამტკიცებდა, რომ ჰენსონს რასობრივი კომპლექსები ჰქონდა და შავკანიანი თავდამსხმელები არასწორად ამოიცნო. მარლამ და მისმა უფლებადამცველმა სასამართლო სისტემა მოწმის სკამზე მსხვერპლის ასეთი დამცირების დაშვების გამო საჯაროდ გააკრიტიკეს. საბოლოოდ, ორივე შემსრულებელი დამნაშავედ გამოცხადდა.

marla-hensoni-4-1783489238.jpg

განაჩენის გამოტანისას მოსამართლე ატლასმა როტს 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთიდან მაქსიმალური სასჯელი მიანიჭეს. თუმცა, მანამდე ატირებულ მარლას და მის ადვოკატს მიმართა და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის კრიტიკის გამო მათზე განრისხებული იყო. მოკლე შესვენების შემდეგ მოსამართლემ ჰენსონს ბოდიში მოუხადა, თუმცა მის რეპლიკას ნიუ-იორკის მერმა, ედ კოჩმაც კი აღშფოთებით უპასუხა. შემსრულებლებს, ბოუმენსა და ნორმანს, ასევე მაქსიმალური ვადა - 15 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.

ახალი ცხოვრება და აქტივიზმი

როდესაც მარლა გამოჯანმრთელდა და მიხვდა, რომ სამოდელო ბიზნესი მისთვის სამუდამოდ დაიხურა, ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა. იგი აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწე გახდა და სისხლის სამართლის სასამართლოებში დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და მოპყრობის რეფორმირებისთვის ბრძოლა დაიწყო.

ჰენსონმა ძალები კინოინდუსტრიაშიც გამოსცადა. მან სცენარისტის ამპლუაში ორ ფილმზე იმუშავა. მათ შორისაა: "The Blackout" და "Subway Stories".

marla-hansoni-10-1783489267.jpg

1997 წელს მარლა დაგლას ჰაუელზე დაქორწინდა. გოგონამ მომავალი მეუღლე თვითმფრინავში მაშინ გაიცნო, როდესაც კუბაში მიფრინავდა. წყვილს საერთო ქალიშვილი შეეძინა.

მარლას ტრაგიკულ ისტორიაზე 1991 წელს სატელევიზიო მხატვრული ფილმი "მარლა ჰენსონის ისტორია" გადაიღეს, სადაც მთავარ როლს შერილ პოლაკი ასრულებს. 2020 წელს კი ყოფილი მოდელი Netflix-ის რეალითი-შოუს, "კანის გადაწყვეტილება: მანამდე და შემდეგ" (Skin Decision: Before and After) მესამე ეპიზოდში გამოჩნდა, სადაც სახის კანის გასაუმჯობესებლად არაერთი თანამედროვე პროცედურა ჩაიტარა.

marla-hansoni-12-1783489385.jpg

marla-hansoni-13-1783489412.jpg

სპეციალისტებმა სახის აღსადგენად კომბინირებული, უახლესი არაქირურგიული მეთოდები გამოიყენეს. პროცედურების სერიის შემდეგ მარლას კანი საგრძნობლად გლუვი გახდა, ნაწიბურები თითქმის უხილავი, სახის ასიმეტრია კი გასწორდა. მარლა აღწერს, რომ ამ პროცედურებმა მას არა მხოლოდ ვიზუალური სილამაზე, არამედ წლების წინ დაკარგული შინაგანი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა დაუბრუნა.

როგორ ცხოვრობს ქალი, რომელსაც 20 წლის წინ უარყოფილმა საქმრომ გოგირდმჟავა შეასხა და მას მერე 200 ოპერაცია გადაიტანა?
ირანელი ქალი, რომელსაც მჟავა შეასხეს ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო... - ის გადარჩა და დღესაც იბრძვის