"ციკო ჩემთვის დედიკოა. თავიდანვე ასე გადავწყვიტეთ... მე და გიგი რომ ვჩხუბობდით, სულ მეუბნებოდა: „გიგი წავიდეს, შენ ჩემთან რჩები...“ - მარინა კარპი დედამთილთან ურთიერთობაზე - მშობლები

"მე და გიგი რომ ვჩხუბობდით, სულ მეუბნებოდა: „გიგი წავიდეს, შენ ჩემთან რჩები... ციკო ჩემი დედიკოა და საუკეთესო მეგობარი...“ - მარინა კარპი დედამთილთან ურთიერთობაზე

2026-07-12 13:08:24+04:00

მუსიკოსი გიგი დედალამაზიშვილი და ფოტოგრაფი მარინა კარპი ანი ტყებუჩავას პოდკასტის V ელემენტის სტუმრები იყვნენ. ისაუბრეს, როგორ გაიცნეს კიევში ერთმანეთი და როგორ შეუყვარდათ ერთ ღამეში, როგორ მიიღო მარინამ საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება, ისწავლა ქართული გიგის ოჯახის წევრების და მასწავლებლის დახმარებით, როგორ შეუყვარდა ქმრის ქვეყანა და როგორ აეწყო უკვე სხვა ქვეყანაში მისი ცხოვრება და კარიერა. ისაუბრეს შვილების აღზრდაზე, როლებზე - მარინა მკაცრი და ორგანიზებული დედაა, გიგი - მამა, რომელიც ყველაფერს უსრულებს შვილებს. ასევე ისაუბრეს გამოცდებზე, რაც მათ ოჯახს ჰქონდა და რაც სიყვარულმა გადატანინათ.

გამოწვევები ურთიერთობაში და მუშაობა საკუთარ თავზე

გიგი:

- ყველაზე რთული ჩვენი ურთიერთობის პირველი წელი იყო — შეგუების პერიოდი... სადღაც ბოლო ხუთი-ექვსი წელია, შეიძლება ცოტაც ნაკლები, მართლა კომფორტში ვარ. არ ვიცი, ეს მარინას დამსახურებაა, თუ იმის, რომ ორივემ ცოტა მეტი ვიმუშავეთ საკუთარ თავზე. ორივე ვეცადეთ, ამ ურთიერთობაზე გვემუშავა და არასდროს გავურბოდით ერთმანეთთან საუბარს.

საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად გვავიწყდება ხოლმე, მეც მავიწყდებოდა და შეიძლება ხვალაც დამავიწყდეს, რაც ძალიან ცუდია. იმიტომ, რომ ზოგჯერ ერთი გულწრფელი საუბარიც კი უამრავ პრობლემას აგვარებს. ამიტომ, ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ ადამიანებმა ყოველთვის ისაუბრონ ერთმანეთთან...

gig-1783849770.jpg

მე მგონია, რომ ადამიანი უნდა ეცადოს, გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ეს ყველაზე მთავარია. შეიძლება ძირეულად ვერ შეიცვალო და სრულიად სხვა ადამიანი ვერ გახდე, მაგრამ შეგიძლია იმუშაო საკუთარ თავზე და გახდე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

ახლა რომ ვაკვირდები ჩემს თავს, ბევრი ისეთი ცუდი თვისება მქონდა, რომელიც დღეს ბევრად ნაკლებად მაქვს. რა თვისებები? ეგ ალბათ მარიამმა უფრო უნდა თქვას. მაგრამ, მაგალითად, ძალიან ფეთქებადი ვიყავი. ახლაც შემიძლია, ადამიანს გული ვატკინო, მაგრამ მაშინ ბევრად უარესი ვიყავი — ცუდი ენა მქონდა, ბევრს ვბრაზდებოდი, უაზროდ ვჩხუბობდი, ხშირად რაღაცები მეჩვენებოდა, თითქოს ვიღაცამ ეს თქვა, იმან ისე თქვა... ურთიერთობებში ზედმეტ რაღაცებს ვაგებდი.ეს პირველ რიგში ჩემს ნერვულ სისტემასთანაც იყო დაკავშირებული, რომელიც, ალბათ, მწყობრში არ მქონდა. მერე სხვადასხვა ადამიანთან ვისაუბრე, რაღაცებში გავერკვიე, პრობლემები უკეთ გავაცნობიერე და მკურნალობაც დავიწყე. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. ვისაც მართლა აქვს პრობლემა, აუცილებლად ვურჩევდი სპეციალისტთან მისვლას. ვისაც პრობლემა არ აქვს, რა თქმა უნდა, არ სჭირდება.

აშკარად მჭირდებოდა, უბრალოდ მაშინ არ მეგონა. ყოველთვის ისეთი ადამიანი ვიყავი, რომ ვფიქრობდი — ასეთი ვარ და მორჩა. რადგან ამ თემას შევეხეთ, ბარემ უფრო დეტალურად ვიტყვი, რადგან მგონია, ბევრისთვის საინტერესო იქნება. მეგობრებთან ხშირად მისაუბრია ამაზე და ჩემი გამოცდილება ბევრს დახმარებია.

25 წლიდან დამეწყო ძალიან მძიმე ნევროზი, პანიკური შეტევები, აკვიატებული აზრები და ბევრი სხვა პრობლემა. მეგონა, ეს ჩემი ხასიათი იყო, რომ ასეთი ადამიანი ვიყავი. მერე მივხვდი, რომ თურმე ასე არ ყოფილა. ეს ყველაფერი ჩემი ხასიათის ნაწილი საერთოდ არ ყოფილა.რა თქმა უნდა, არ არსებობს დაავადება, რომელიც ყოველთვის 100%-ით ქრება. ყველაფერი დოზებზეა დამოკიდებული. შეიძლება პრობლემა მთლიანად არ გაქრეს, მაგრამ თუ ადრე 100% იყო, მერე 20-25%-მდე ჩამოდის და უკვე შეგიძლია მისი კონტროლი.35 წლის რომ გავხდი, მივხვდი, რამდენ ხანს ვცხოვრობდი ამ მდგომარეობაში. 25 წლიდან სულ მქონდა პანიკური შეტევები, ნევროზები, სახლიდან გასვლის შიში, უამრავი შეზღუდვა. ამ ყველაფერმა ყველაზე მეტად თვითშეფასებას დამარტყა. საშინლად დაბალი თვითშეფასება მქონდა. ზოგჯერ ისეთ მდგომარეობამდე მივდიოდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი.

თუ მაშინ ვინმე მკითხავდა, რატომ ხარ ასე, კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემდი, რადგან თითქოს გარედან ყველაფერი კარგად იყო. ყველაზე საშინელიც სწორედ ეს არის — როცა გეუბნებიან, „თავი ხელში აიყვანე“, მაგრამ შენ ამას უბრალოდ ვერ ახერხებ.

საბოლოოდ ფსიქიატრთან მივედი. ძალიან მაგარი ადამიანი აღმოჩნდა, ძალიან დამეხმარა. ერთად რომ დავიწყეთ ამ პრობლემებზე მუშაობა და მკურნალობა, მივხვდი, რომ სინამდვილეში სულ სხვა რაღაცებთან მქონდა საქმე. ეს იყო ის, რაც მთელი ცხოვრება ხელს მიშლიდა.რა თქმა უნდა, ჩემი ხასიათიც თავის როლს თამაშობდა და გარკვეულმა გამოცდილებამაც ჩამომაყალიბა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი აღარ მიშლის ხელს. და ეს მართლაც ფანტასტიკური შეგრძნებაა. ვფიქრობ, ამან ჩვენს ურთიერთობაზეც ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა.

9c692a36-cee6-4ba7-b2cc-77ca966fa577-1783849330.jpg

64687134-1588-4ab6-a320-ec79915db4dc-1783849330.jpg

რძალ-დედამთილი

მარინა:

უკრაინაში უფრო სიდედრისა და სიძის თემაა, არც კი ვიცოდი, რომ აქ დედამთილი-რძლის ურთიერთობაზე ასეთი სტერეოტიპები და მოლოდინები არსებობდა... მე რაც მახსოვს, პირველი ინტერვიუდან მოყოლებული, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა ყოველთვის ჩემი და ციცის ურთიერთობა იყო. ძალიან მიკვირდა, რატომ მეკითხებოდნენ ამას. თითქოს ყველას აინტერესებდა, ხომ არ გვქონდა რამე პრობლემა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რატომ არსებობდა ასეთი კითხვა.

ციკო ჩემთვის დედიკოა. თავიდანვე ასე გადავწყვიტეთ. მე მისთვის ქალიშვილი ვარ, ციცი კი ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარია. მართლა ერთი ოჯახი ვართ.

6c0d5e46-f2bb-42a0-b4ff-be3d1b236131-1783849769.jpg

ისე შემიყვარდა თავიდანვე... მე და გიგი როცა ვჩხუბობდით, სულ მეუბნებოდა: „გიგი წავიდეს, შენ ჩემთან რჩები.“ ჩემთვის სულ ერთი იყო, ვინ სად წავიდოდა — მე და ციცი ყოველთვის ერთად ვიყავით... მართლა ძალიან ახლო მეგობრები ვართ.

შენ ჩემი საუკეთესო ნახევარი ხარ, ჩემი სუპერ ძალა... მე შენი ვარ, სამუდამოდ... - გიგი დედალამაზიშვილის ცოლის ემოციური ვიდეო და მიძღვნა
ჩემი შვილები თუ თქვენ დაგემსგავსებიან, ერთ-ერთი უბედნიერესი დედა ვიქნები... - ანა ტყებუჩავას აღიარება და გაზრდილი ტასოს და ჯეკოს აზრები ნინას დედობაზე