ქეთა თოფურია საქართველოში ქმარ-შვილთან ერთად ჩამოვიდა მეგობრის ქორწილისთვის - გრანდიოზული ქორწილი კახეთში, ვარსკვლავური სტუმრებით (ვიდეო) - მშობლები

ქეთა თოფურია საქართველოში ქმარ-შვილთან ერთად ჩამოვიდა მეგობრის ქორწილისთვის - გრანდიოზული ქორწილი კახეთში, ცნობილი სტუმრებით (ვიდეო)

2026-07-13 22:07:08+04:00

სოციალურ ქსელში მორიგი გრანდიოზული ქორწილის კადრები ვრცელდება, ცნობილი სტუმრებით. კახეთში, წინანდალში, დიზაინერმა ნუცა ბერიძემ გადაიხადა ქორწილი ულამაზესი დეკორაციებით და ცნობილი მუსიკოსების სიმღერებით. ნუცას და მისი რჩეულის, ნიკას ქორწილში სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე ზრუნავდნენ სალიო (სალომე კორკოტაშვილი), დათო ხუჯაძე და რუსეთიდან სპეციალურად ქორწილისთვის ჩამოსული ქეთა თოფურია, რომელმაც ჯგუფ "სახეს" ჰიტი მის ძველ წევრებთან ერთად შეასრულა.

mshoblebi-4-1783966901.pngmshoblebi-3-1783966901.pngmshoblebi-1-1783966900.png

ქეთა ნუცას ბავშვობის მეგობარია და ნუცას რუსეთში საქმიანობის წლებშიც ისინი ძალიან მეგობრობდნენ.

happy-1783966931.jpg
ნუცა და ქეთა

ამიტომ არავის გაკვირვებია ქორწილში ქეთას გამოჩენა, რომელსაც მეუღლე - ლევ დენგოვი და უმცროსი ქალიშვილი ნიკოლი ახლდა.

mshoblebi-2-1783966900.pngqet-1783966902.jpg

ქორწილს ასევე სტუმრობდნენ ჯაბა ქარსელაძე, ბიჭოლა, მოდელი მიმი შელია, რომელიც ასევე საგანგებოდ ჩამოვიდა ამ ორდღიანი დღესასწაულისთვის.

mshoblebi-7-1783966902.pngmshoblebi-6-1783966902.png743967214-18603219625056593-8018194135336416642-n-1783966899..jpg