მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსი ქალიშვილის შთამბეჭდავი გამოსვლა პოდიუმზე - ბოტანიკურ ბაღში გამართული ჩვენება ყვავილებით შემკული კაბით - მშობლები

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსი ქალიშვილის შთამბეჭდავი გამოსვლა პოდიუმზე და გამოხმაურებები

2026-07-14 09:59:46+04:00

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსი ქალიშვილი, ლეონი კასელი, მოდის სამყაროში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. ახალგაზრდა მოდელმა მონაწილეობა მიიღო „დოლჩე და გაბანას“ მაღალი მოდის გრანდიოზულ ჩვენებაში, რომელიც სიცილიაში, ტაორმინაში, „რადიჩეპურას“ ბოტანიკურ ბაღებში გაიმართა.

ლეონი კასელმა სწორედ ამ ჩვენების გახსნით დაიმკვიდრა თავი, როგორც დამწყებმა მოდელმა. მისი პოდიუმზე გამოჩენა კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში მოექცა. მოდის სამყაროში შესვლამდე ლეონი „ვოგ იტალიას“ აპრილის ნომრის გარეკანის სახე გახდა, რაც მისთვის პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო სამოდელო კარიერაში.

ეს ჩვენება კი თავისი კონცეფციით უნიკალური იყო, რადგან დიზაინერებმა იტალიური ბუნებისა და ხელოვნების სინთეზი შექმნეს. „რადიჩეპურას“ ბოტანიკური პარკი, თავისი ეგზოტიკური ყვავილებითა და მცენარეებით, იდეალური ფონი აღმოჩნდა მაღალი მოდის კოლექციის წარსადგენად.

dg-alta-moda-taormina-2026-ph-go-runway-pr-look-00-1784055983.jpgleonie-cassel-1440x1080-1784055983.jpg

ჩვენებაზე ლეონი ყვავილებით გაფორმებული, შთამბეჭდავი კაბით წარსდგა, რომელიც სრულად შეესაბამებოდა „დოლჩე და გაბანას“ ცნობილ ესთეტიკას — ქალურობას, სიცილიურ ტრადიციებსა და ფუფუნებას.

მაყურებლებს შორის მონიკაც იჯდა, ბრწყინვალედ გამოწყობილ ჯენიფერ ლოპესთან ერთად.

746715947-1597910669009777-8736630999040843373-n-1784056375.jpg

ექსპერტების შეფასებით, მისი გამოჩენა პოდიუმზე ელეგანტური, თავდაჯერებული და სრულად ჰარმონიული იყო იმ გარემოსთან, რომელშიც შოუ მიმდინარეობდა.

ლეონი 16 წლისაა. აქამდე ძირითადად არასაჯარო ცხოვრებას ეწეოდა და ოფიციალურ ფოტოსესიებში არ მონაწილეობდა. ამბობს, რომ ამ საჯარო წარდგენის მიუხედავად, მას არ აქვს გეგმა, რომ გახდეს მოდელი ან მსახიობი; ჯერ არ გადაუწყვეტია, რა სურს მომავალში. მის ინტერესებში შედის მუსიკა (ვოკალის გაკვეთილებს იღებს) და მოგზაურობა. ამჟამად იაპონიაში მოგზაურობაზე ოცნებობს. საშუალო სკოლას ორი წლის შემდეგ დაამთავრებს და ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შეისწავლის.

მის გამოჩენას, რასაკვირველია, მაინც მოჰყვა შედარებები უფროს დასთან - უკვე ცნობილ და წარმატებულ დევა კასელთან და ლეგენდარულ დედასთან - მონიკა ბელუჩისთან.

collage-bellucci-cassel-1784055983.jpg.webpimages-1784055983.jpg

მონიკა ბელუჩის 15 წლის ქალიშვილი Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა - ვარსკვლავების უმცროსი გოგონა აღარ იმალება