გამომცემლობა „პალიტრა L” ტრადიციულ საზაფხულო ტურნეს წელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს. პროექტის მთავარი იდეა მარტივი და მნიშვნელოვანია: წიგნი თავად უნდა მივიდეს მკითხველთან და ზაფხულის სეზონი კითხვის სეზონად აქციოს.
ლიტერატურული ტურნე 2026-ის შემდეგი გაჩერება ახალციხე და სურამია, რის შემდეგაც, ტურნე საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება და საგარეჯოს, წნორს, გორს, ყაზბეგს, მესტიას, ახალციხეს, ხაშურს, ბაღდათს, წყალტუბოსა და ბათუმს ეწვევა.
სამშაბათს, 14 ივლისს, „პალიტრა L“-ის გუნდი და ავტორები ახალციხეს ესტუმრებიან. გელით დაუვიწყარი დღე წიგნების, ფილმებისა და საინტერესო შეხვედრების გარემოცვაში.
14:00-დან 20:00 საათამდე წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება შემდეგ მისამართზე: ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, რუსთაველის #65.
პროგრამა პატარებისთვის - 14:00 - 17:00 სთ-მდე გასტანს. ყველაზე უმცროსი სტუმრებისთვის მოწყობილი იქნება სპეციალური გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ საყვარელ საბავშვო მწერლებს: ლელა ცუცქირიძესა და მარიამ წიკლაურს.
ლიტერატურულ-კინემატოგრაფიული პროგრამა 17:00 სთ-დან დაიწყება.
ფილმის შემდეგ გაიმართება შეხვედრა და საინტერესო დისკუსია ყველასთვის საყვარელ მსახიობთან, დუტა სხირტლაძესთან, და რეჟისორთან, ბესო სოლომანაშვილთან.
ოთხშაბათს, 15 ივლისს, ტურნეს ფარგლებში წიგნის დღესასწაული სურამში გადაინაცვლებს. 12:00-დან 18:00 საათამდე წიგნების გამოფენა-გაყიდვა შემდეგ მისამართზე დაგხვდებათ: სურამი, კულტურის ცენტრი, კოსტავას ქუჩა #2.
პატარა მკითხველებისთვის საგანგებო გასართობ-შემეცნებითი პროგრამა მომზადებულია „პალიტრა სტუდიასთან“ ერთად. პატარები ასევე შეხვდებიან საყვარელ საბავშვო მწერალს - ლელა ცუცქირიძეს.
როგორც ახალციხეში, ისე სურამში, მკითხველს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს საოცარი ფასდაკლებებითა და სპეციალური აქციებით:
მოინიშნეთ ეს თარიღები კალენდარში, მოემზადეთ სიახლეებისთვის და გაატარეთ ზაფხული საინტერესო წიგნებთან ერთად. შეხვედრამდე შენს ქალაქში!
R