"13 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა... ძალიან მიჭირს ახლაც და მთელი ცხოვრება ასე იქნება... მამა მედგა გვერდში, ის იყო საყრდენი... შვილს დავარქვი დედის სახელი..." - ბექნუ ქაფიანიძე - მშობლები

"13 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა... ძალიან მიჭირს ახლაც და მთელი ცხოვრება ასე იქნება... მამა მედგა გვერდში, ის იყო საყრდენი... შვილს დავარქვი დედის სახელი..." - ბექნუ ქაფიანიძე

2026-07-14 21:38:06+04:00

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ბექნუ ქაფიანიძემ სიცრუის დეტექტორში ცნობილ მამაზე - ზურაბ ქაფიანიძეზე და დედის ნაადრევად გარდაცვალების ტკივილზე ისაუბრა:

ლეგენდარული მამის, ზურა ქაფიანიძის ჩრდილი

- არასოდეს, არც მიცდია, ვერც ვეცდები და არც დავუშვებ, რომ მისი მადლიანი ჩრდილიდან გამოვიდე და პირიქით, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან ძვირფასია და ძალიან მოქმედებს. ყოველთვის ბედნიერად ვიგრძნობ ამ ჩრდილის ქვეშ თავს, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, არაფერი გასაჭირვებელი ამ სივრცეში და ამ თემასთან მიმართებაში არ არის, პირიქით...
ვგავარხასიათით... და რაღაცა სისხლისმიერი, ხო, ათასი რაღაცით ვგავარ, მაგრამ პროფესიული კუთხით და პროფესიის თვალსაზრისით, აუცილებელი პირობაა, რომ იყო ინდივიდუალური, შენეული, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა. მამა იქნება თუ შენი კუმირი ადამიანი, მიმბაძველობა ჩვენს პროფესიაში ეს უდიდესი და უზარმაზარი შეცდომაა, ამიტომ შენი ინდივიდუალიზმით უნდა გაკაფო შენი გზა.
გამოცდებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე... თუ რაღაც ასე დაახლოებით, ძალიან უცბად გადავწყვიტე, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა და რომ ვუთხარი, როგორც შენ გინდა, შენ აზრიანი ადამიანი ხარ, ჭკვიანი ადამიანი ხარ და რა მიმართულებითაც გინდა, მე არ დაგიშლი, ხელს არ შეგიშლიო და ასე შემდეგ. მამა და გიგა ლორთქიფანიძე ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. გიგა ლორთქიფანიძე რექტორი იყო თეატრალური უნივერსიტეტის და როდესაც მე ვაბარებდი, ზურამ უთხრა გიგას, ჩემმა ხათრმა არ იმუშაოს ჩემი შვილის ჩაბარების პროცესში, არ დამიღუპოთ შვილიო.
zurab-kapianidze-1937-2011-1770927399.pngbeqnu3-1770927397.png
თუ ნიჭი თუ არ აქვს, ჩემი ხათრით არ ჩააბარებინოთო...ზუსტად ეს ფრაზა მახსოვს, ხათრით არ ჩააბარებინოთ, იმიტომ, რომ დამიღუპავთ შვილს და მეც დამღუპავთო და მე მახსოვს, მისაღებ გამოცდებზე რომ ვიდექი ჟიურის წინაშე, როგორ ვკანკალებდი, კანკალს ვერ ვიცერებდი ნერვიულობისგან, რომ ეს ვიცოდი, რომ რაღაცა ჩემეული უნდა დამემტკიცებინა და ეს ნერვიულობა თან მდევდა. და ისიც მახსოვს, გიგამ გადაულაპარაკა მერე ჟიურის სხვა წევრებს, ახლა მამამისი რომ გვიყურებდეს, როგორ ვანერვიულებთ ბექნუს, ხომ შემოამტვრევდა კარებს, შემოგვივარდებოდა, რა დღეში ჩაგვყრიდაო... ეს გავიგონე შემთხვევით და მომეშვა ცოტა, ამ იუმორმა იმოქმედა მაშინ და შევძელი, დავანახე ეტყობა რაღაც ის ნაპერწკალი, რომლის განვითარებაც შესაძლებელი იქნებოდა...

დედის გარდაცვალება

ავი დაავადება იყო მიზეზი და მე ვიყავი 13 წლის... 14 წლის შევსრულდი 40-ის პერიოდში... ძალიან მიჭირს ეხლაც და მთელი ცხოვრება ასე იქნება... დედა იყო ყველაფერი... ღმერთი... ჩემთვის, როგორც ყველა შვილისთვის, დარწმუნებული ვარ და აი უზარმაზარი ტკივილი... არ ვიცი, ერთი სიცოცხლის დასრულება, ხომ არსებობს ასეთი ფრაზა? და თუ რამეზე შეიძლება ითქვას, ერთი სიცოცხლე მაშინ დავამთავრე. ოღონდ აი, წარმოუდგენელია ამის გადმოცემა, რას ვგრძნობდი მაშინ, რას ვგრძნობ ახლა და მთელი ცხოვრება რაც გამყვება... ეს რაღაცა ღვთაებრივი სიყვარული... ყველა შვილს ვუსურვებ, რომ დედა და მშობლები ჯანმრთელნი და ბედნიერნი იყვნენ...
156707450-3784119318303078-1246741304579795815-n-1770927396.jpg
პირველ რიგში მამა იყო ჩემ გვერდით, მამის სიძლიერე იმდენად გადამდები იყო და იმდენად სიღრმისეულად იცოდა თუნდაც ერთი სიტყვის თუ მითითების თქმა, რომ შეძრავდა მთელ გონებას და რა თქმა უნდა საყრდენი იყო ჩემთვის. მამიდები, ჩემი არაჩვეულებრივი მამიდები, ვინც გამზარდეს ფაქტობრივად და გარშემო ადამიანები... ძალიან ჯანსაღად განვითარდა ყველაფერი. უბრალოდ, ეს დიდი და უზარმაზარი ტკივილი ტკივილად დარჩა და იქნება ყოველთვის, რომლის გადმოცემასაც, თან მითუმეტეს აქ და რომლის გაზიარებაც ძალიან რთულია და წარმოუდგენელია...
მე ერთი ნატვრა მქონდა და ოცნება, რომ შვილისთვის დამერქმია დედაჩემის სახელი ნინო... პირველი შვილი, ჩემი უფროსი შვილი რომ შეგვეძინა, ნინო დავარქვი და აი რაღაცა ეს სიყვარული ჯაჭვურად გაგრძელდა თითქოს... მისი სახელი რომ ჰქვია მე ძაან ბედნიერი ვარ.
ცნობილი მამის შვილობის პასუხისმგებლობა, ქორწინება ბავშვობის სიყვარულზე და საყვარელი საქმე - ბექნუ ქაფიანიძის პორტრეტი