ზაფხული წლის ის გამორჩეული დროა, როდესაც ყოველდღიური რუტინა ნელდება და საკუთარი თავისთვის მეტი დრო გვრჩება. სწორედ შვებულებების სეზონია საუკეთესო დრო წიგნების სამყაროში სამოგზაუროდ. ცხელი დღეების გატარება ზღვის სანაპიროზე, აგარაკის ჩრდილსა თუ მყუდრო ოთახში, წიგნით განსაკუთრებულ სიმშვიდეს და სიმყუდროვეს გვიქმნის.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომელი წიგნებით შეავსოთ თქვენი საზაფხულო ჩანთა სამოგზაუროდ, გაეცანით 10 გამორჩეულ ნაწარმოებს, რომლებიც თქვენს შვებულებას დაუვიწყარს გახდის:
1. სარადესენი„ზაფხულიზღვაზე“
იდეალური საზაფხულო რომანი ახალგაზრდულ სიყვარულზე, თვითაღმოჩენასა და იმ გარდამტეხ მომენტებზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. თანამედროვე ამერიკელი ავტორის სარა დესენის"ზაფხული ზღვაზე"თინეიჯერი გოგონას - ოდენის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ერთადერთი გასართობი წიგნების კითხვა და პროფესორი დედის ინტელექტუალ სტუმრებთან ფილოსოფიური საუბრებია.
2. ჯენიერპენბეკი„კაიროსი“
ღრმა, ემოციური და ისტორიული ფონით გაჯერებული რომანი, რომელიც სიყვარულის, დანაკარგისა და დროის წარმავლობის შესახებ მოგვითხრობს. ავტორი ოსტატურად გვიჩვენებს, თუ როგორ იკვეთება პირადი დრამები დიდ ისტორიულ მოვლენებთან. ჯენი ერპენბეკის„კაიროსი“,ერთი მხრივ, პოეტური ენით დაწერილი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც სქესის, ასაკობრივ თუ კლასობრივ კავშირებს იკვლევს. ამავე დროს სიყვარულის ბნელი მხარეების წარმოჩენასაც არ უშინდება და ძალაუფლების, თანადამოკიდებულების, ეროსის შრეებს საოცარი სიზუსტითა და სიმამაცით აშუქებს.
3. იუტარიხტერი„ქარიყლაპიასზაფხული“
ბავშვობის გაცოცხლება, მეგობრობა და ზაფხულის იდუმალი თავგადასავალი. ეს არის სათუთი, ოდნავ სევდიანი და საოცრად თბილიამბავი,რომელიც ნებისმიერი ასაკის მკითხველის გულს მოიგებს.
4. გაბრიელგარსიამარკესი„იცხოვრო,რომმოჰყვე“
დიდი კოლუმბიელი მწერლის ავტობიოგრაფიულინაწარმოები,სადაც ის საკუთარ ბავშვობაზე, ახალგაზრდობასა და იმ მოვლენებზე გვიყვება, რომლებმაც მისი ლეგენდარული მაგზავნები და რომანები შთაბერა. წიგნი – ცხოვრებისა და სიტყვის ალქიმიაზე. იმ რეალურ ადამიანებზე, ეპოქასა და ქვეყანაზე, რომლებმაც ისევე შექმნეს მარკესის სიტყვის მაგია, როგორც მელკიადესის პერგამენტებმა ბეუნდიების ოჯახის ბედისწერა: „ცხოვრება განვლილი დღეები კი არ არის, არამედ ის, რაც გახსოვს და როგორც გახსოვს, იმისთვის, რომ მოჰყვე“.
5. რევაზინანიშვილი„მოთხრობებისიყვარულზე“
„სულაკაურის გამომცემლობის“ ეს თემატურიკრებულინამდვილი საჩუქარია ქართული პროზის მოყვარულთათვის. კრებულში ერთმანეთს ენაცვლება სევდიანი და კიდევ უფრო სევდიანი ამბები. ამ თითქოს თვალით ხილულ სევდაში, უღიმღამო დღეების ფონზე, შუშის ნამსხვრევივით ბრწყინავს ოდესღაც განცდილი, ხან გამხელილი და ხანაც გაუმხელელი, მაგრამ ვერდავიწყებული სიყვარული.
6. ჰარუკიმურაკამი„საოცრებათაქვეყანადასამყაროსდასასრული“
მურაკამისეული მისტიკა, სიურეალიზმი და ორი პარალელური სამყარო. ეს არის ინტელექტუალური და მომნუსხველი მოგზაურობა ადამიანის არაცნობიერში, რომელიც დიდხანს არ გაგინელებთ კითხვისგან მიღებულ შთაბეჭდილებას. ისე, სულ ორი სიტყვითაც შეიძლება ამრომანისდახასიათება - არარეალურის რეალურობა! იქნებ სწორედ ეს ხიბლავს ჰარუკი მურაკამის მკითხველს!..
7. მიშელუელბეკი„გაცამტვერება“
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და გავლენიანი ფრანგი ავტორის ღრმა, მელანქოლიური და პროვოკაციულირომანი,რომელიც ადამიანურ ყოფიერებაზე, მარტოობასა და თანამედროვე საზოგადოების კრიზისზე გვაფიქრებს.
8. კაზუოიშიგურო„როცაობლებივიყავით“
ნობელის პრემიის ლაურეატის დეტექტიური ელემენტებით გაჯერებულიდრამა,რომელიც წარსულის ძიებაზე, ბავშვობის ტრავმებსა და მეხსიერების ლაბირინთებზე მოგვითხრობს.
9. ისმაილკადარე„სიზმრებისსასახლე“
ცნობილი ალბანელი მწერლის ალეგორიული და გენიალურირომანიტოტალიტარულ სისტემაზე, სადაც სახელმწიფო ადამიანების სიზმრებსაც კი აკონტროლებს, ახარისხებს და განმარტავს. ისმაილ კადარეს (1936-2024) ამ ყველაზე იდუმალ რომანში – „სიზმრების სასახლე“ – სახელმწიფო დიდმოხელეთა ოჯახის წარმომადგენელი, მარკ-ალემი, მუშაობას იწყებს ქვეყნის ყველაზე იდუმალ, ყველაზე ძლევამოსილ და შემაძრწუნებელ დაწესებულებაში, ადმინისტრაციაში, რომელსაც ყველასი და თითოეულის სიზმრების შეგროვება, გადარჩევა, კლასიფიცირება და ინტერპრეტაცია ევალება – დედაქალაქით დაწყებული, ქვეყნის ყველაზე შორეული სოფლებით დამთავრებული. ამ სიზმრებიდან უნდა შეირჩეს მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი სიზმარი (თავსიზმარი), რომლითაც იმპერიისა და მისი ტირანის ბედისწერის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.
10. ლეოვარდიაშვილი„ერთიდიდიტყისმახლობლად“
საოცრად ემოციური, დინამიკური და გულშიჩამწვდომირომანიომის შედეგებზე, დაკარგულ ოჯახსა და სამშობლოსთან კავშირზე. წიგნი, რომელიც ერთდროულად გულსაც გიტკენთ და იმედითაც აგავსებთ.
წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ტრადიციულად დაბრუნდა საზაფხულო კამპანიით - „გადაფურცლე ზაფხული“. 15 ივლისიდან, როგორც ვებგვერდზე, ასევე მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით, წიგნების უდიდეს ასორტიმენტზე 50%-მდე ფასდაკლება გელით!
შეთავაზება მოიცავს „ბიბლუსში“ წარმოდგენილ ყველა ჟანრის წიგნს, მათ შორის:
არ გამოტოვოთ საუკეთესო შესაძლებლობა, ისარგებლოთ ამ განსაკუთრებული ფასდაკლებით, შეავსოთ თქვენი პირადი ბიბლიოთეკა სასურველი წიგნებით და გახადოთ ეს ზაფხული კიდევ უფრო საინტერესო!
R