ფსიქოლოგიაში არსებობს ცნება „ფსიქოტიპი“ — ის გამოიყენება ადამიანის ხასიათის ძირითადი შტრიხებისა და თავისებურებების განსასაზღვრად. იმას, თუ როგორი იქნება ფსიქოტიპი, მრავალი ფაქტორი განაპირობებს: მემკვიდრეობითობიდან დაწყებული იმ გარემოთი დამთავრებული, რომელშიც პიროვნება გაიზარდა და განვითარდა.
ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ფსიქოტიპის ხართ, დაგეხმარებათ არა მხოლოდ საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, არამედ იმაშიც, რომ გაერკვეთ, რატომ გეძლევათ ზოგიერთი რამ ადვილად, ზოგიერთი კი — არა. გთავაზობთ ჩვენს მარტივ ტესტს — აირჩიეთ ფრინველი და ჩვენ გეტყვით, როგორია თქვენი ფსიქოტიპი. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ტესტირება და მტკიცებითი მეთოდი. უბრალოდ, გთავაზობთ ვერსიას, თუ რომელი ფსიქოტიპი შეიძლება იყოთ.

1. შიზოიდი არის „საკუთარ თავში ჩაკეტილი“. ამ ტიპისა ადამიანი უპირატესობას ანიჭებს მარტოობაში გატარებულ დროს, ოცნებებსა და რაღაც ახლის გამოგონებას. შიზოიდები ძალიან მგრძნობიარენი არიან და მათთვის რთულია სხვებთან ურთიერთობა. შიზოიდებს არ აკმაყოფილებთ ზედაპირული ურთიერთობები — ისინი ყოველთვის სიღრმისკენ მიისწრაფიან.
2. ეპილეპტოიდი შეიძლება ითქვას, რომ არის დისციპლინის მეფე. თქვენ ზუსტად იცით, რა გსურთ და მიზნისკენ პირდაპირ მიიწევთ. პრობლემები ჩნდება იმ მომენტში, როდესაც რაღაც იცვლება ან გვერდით სხვა ადამიანები ჩნდებიან — ეპილეპტოიდისთვის რთულია გაიხსნას და არანაკლებ რთულია მიიღოს რამე ახალი.
3. პარანოიალი, სავარაუდოდ, საკმაოდ ეჭვიანია და ამასთანავე — შესანიშნავი მანიპულატორი. პარანოიალები დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში და ძალებში, მაგრამ ამავდროულად განიცდიან ძლიერ შფოთვას იმის გამო, რომ შეიძლება მიატოვონ.
4. ისტეროიდი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, გამოირჩევა მაღალი ემოციურობით. თქვენ ძალიან მზრუნველი ხართ და ყოველთვის ბევრი მეგობარი და ნაცნობი გყავთ. ამასთან, შეიძლება იყოთ საკმაოდ ეგოცენტრული. ისტეროიდებმა იციან სილამაზის დაფასება — როგორც ნივთების, ისე სხვა ადამიანების. თქვენ გვერდით ადვილია მოდუნება — ისტეროიდებმა იციან გართობა ისე, როგორც არავინ.
5. ჰიპერტიმი არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება შეშურდეთ კიდეც — თქვენ ენერგია თავზე საყრელად გაქვთ. გარშემომყოფებს ზოგჯერ ბავშვად ეჩვენებით, იმდენად გაინტერესებთ გარშემო სამყარო. თქვენ ადვილად გადაერთვებით ერთი დავალებიდან მეორეზე და ნებისმიერი სიტუაციიდან შეგიძლიათ გამოსავლის პოვნა. მინუსი ის არის, რომ ზოგჯერ ძალიან ჩქარობთ, რაც უარყოფითად აისახება როგორც თქვენს სამუშაოზე, ისე ურთიერთობებზე.
6. ემოტივი არის ადამიანი, რომელზეც გარშემომყოფები ხშირად ამბობენ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და ემპათიურია მათ ცხოვრებაში. ამ ტიპის ადამიანები ადვილად ცნობენ სხვის ემოციებს. ერთი უბედურებაა — ზოგჯერ ეს ჭკუიდან გშლით. ეცადეთ მაინც არ ჩაერთოთ გარშემომყოფების პრობლემებში ასი პროცენტით.
7. შფოთვითი ტიპი, სავარაუდოდ, ნებისმიერი მიზეზით შფოთავს. შვებულებაში წასვლა ისე, რომ მანამდე ყველაფერი არ შეამოწმოთ? გამორიცხულია. ამას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს — ყურადღებიანი ხართ დეტალების მიმართ და იშვიათად უშვებთ შეცდომებს. აი, სხვა ადამიანებთან კი შეიძლება გაგიჭირდეთ — იქ ყველაფრის გათვალისწინება არ გამოვა.
8. დეპრესიული ტიპი არ ნიშნავს იმას, რომ არ იცით სიხარული, მაგრამ ნამდვილად უფრო ხშირად სევდიანობთ. ძალიან მგრძნობიარე ხართ და მიდრეკილი ხართ საკუთარ თავში ჩაძირვისკენ. ამასაც აქვს დადებითი მხარე — სავარაუდოდ, ძალიან შემოქმედებითი ადამიანი ხართ. მთავარია, არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება, სევდაში ჩაიძიროთ.
9. ნარცისი — ჯერ თქვენ, ხოლო შემდეგ მთელი დანარჩენი სამყარო- ასე აღიქვათ თავს. ამაში ცუდი არაფერია, მთავარია, გახსოვდეთ ეს თავისებურება, რათა შემთხვევით ზიანი არ მიაყენოთ ყველაზე ახლობელ ადამიანებს.