ასე მომზადებული ცომი ძალიან ელასტიკურია, რაც მთავარია, არ იხევა არც გაბრტყელებისას და არც ხარშვისას სკდება!
ინგრედიენტები:
15 მლ ზეთი
მწკვი მარილი
მდუღარე წყალი 250 გ
500 გ ფქვილი
ღრმა ჯამში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და მარილი. შუაგულში გააკეთეთ ჩაღრმავება, ჩაახალეთ კვერცხი და დაამატეთ ზეთი. ფქვილს თანდათანობით დაასხით მდუღარე წყალი (250 გ). თავიდან კოვზით ამოურიეთ, რადგან წყალი ძალიან ცხელია. როცა ცოტას შეგრილდება, ხელით დაიწყეთ ზელა. ზილეთ ცომი მანამ, სანამ არ გახდება გლუვი, ერთგვაროვანი და ხელზე არ შეწყვეტს მიკრობას (დაახლოებით 5-7 წუთი). თუ ზედმეტად წებოვანია, სულ ცოტა ფქვილი დაამატეთ. მოზელილი ცომი შეფუთეთ საკვებ ცელოფანში ან დააფარეთ სუფთა ტილო და დაასვენეთ 30-40 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. ეს ეტაპი აუცილებელია გლუტენის გასააქტიურებლად, რათა ცომი მაქსიმალურად ელასტიკური გახდეს.
დასვენების შემდეგ ცომი მზადაა გასაბრტყელებლად. ის ძალიან თხლად იბრტყელდება და არ იხევა. თუ ცომი ძალიან მალე გაშრა გაბრტყელების პროცესში, ნაწილი ისევ ცელოფანში შეინახეთ, სანამ დანარჩენს ამუშავებთ.