"ეჭვი გვაქვს, რომ თვი­თონ არ იჯდა სა­ჭეს­თან და იჯდა არასრულწლოვანი" - გორში მომხდარი ტრაგედიის ახალი გარემოებები - მშობლები

"ეჭვი გვაქვს, რომ თვი­თონ არ იჯდა სა­ჭეს­თან და იჯდა არასრულწლოვანი" - გორში მომხდარი ტრაგედიის ახალი გარემოებები

2026-07-18 17:41:58+04:00

გორში, ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილი დღეს დაკრძალეს - სამგლოვიარო პროცესიაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

ფოტო: "რადიო თრიალეთი"

ოჯახი მოითხოვს, რომ გადაკვალიფიცირდეს მუხლი, რომლითაც გამოძიებაა დაწყებული. როგორც დაღუპული ქალის, ანი ბერიანიძის ბიძაშვილმა ირმა ამბარდნიშვილმა"TV პირველს"განუცხადა, არსებობს ეჭვი, რომ მანქანას დაკავებული მძღოლის, რევაზ ელიზბარაშვილის არასრულწლოვანი შვილი მართავდა.

"ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს. ჩვენ არ შევეგუებით 12-წლიან მუხლს, რადგან ეს არის განზრახ მკვლელობის მუხლით ჩადენილი დანაშაული. ძალიან კარგად დაინახა, რომ ბავშვით გადადიოდა და არც უცდია გაჩერება. ამასთან ერთად, გამოიკვეთა ახალი დეტალები და ეჭვი გვაქვს უკვე, რომ თვითონ არ იჯდა საჭესთან და იჯდა მისი არასრულწლოვანი შვილი. იმიტომ, რომ მანქანაში იჯდა ოთხი პირი - ორი თავისი შვილი და ორი დისშვილი.

კადრში ჩანს, რომ წითელი მანქანა უახლოვდება, ამ მანქანაში სხედან დედა და დედის ბიძა. ესენი მოდიოდნენ სულის მოსახსენიებელი სუფრიდან მისი ცოლის ბიძის. დათვრნენ, ბავშვი დასვა საჭესთან და დედამ რომ ვერ დაიმორჩილა ეს ქმარი, ბიძასთან ერთად გამოეკიდა მანქანას.

განაგრძეთ კითხვა

ზებრაზე გადადიოდნენ, როდესაც სწრაფად მოძრავი მანქანა დაეჯახათ - გორში დედა-შვილი ავარიას ემსხვერპლა