შორენა ბეგაშვილმა ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა - ოჯახის წევრები, შვილის მიერ დაჭერილი თაიგული და საყვარელი ძაღლი სპეციალური სტუმრის სტატუსით - მშობლები

შორენა ბეგაშვილმა ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა - ოჯახის წევრები, შვილის მიერ დაჭერილი თაიგული და საყვარელი ძაღლი სპეციალური სტუმრის სტატუსით

2026-07-20 11:30:41+04:00

როგორც ცნობილია, მსახიობს, ინფლუენსერსა და მოდელ შორენა ბეგაშვილს წელს, ვალენტინობას მისმა საყვარელმა ადამიანმა ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო. ივლისის დასაწყისში კი, შორენას დაბადების დღეზე, წყვილმა კომოს ტბაზე იქორწინა. ქორწილი ვიწრო წრეში შედგა და წყვილის უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ.

ფოტოები ულამაზესი ქორწილიდან შორენამ დღეს გამოაქვეყნა.
shore-1-1784532925.jpg
shore59-1784532973.jpg752916915-18607494544025856-250005674133546126-n-1784533012.jpg
shorena778-balbiano-1784533030.jpg
753298105-18607494532025856-6618661059664097312-n-1784533012.jpg753205122-18607494460025856-7618354363409573202-n-1784533012.jpgshorenailla-balbiano-4-1784532928.jpgshorena-balbiano-2-1784532927.jpgshorena68o-5-1784532927.jpgshorena553-1784532927.jpgshorena2-1784532927.jpgshorena27-1784532926.jpgshorena-balbiano-1-1784532926.jpg
752296442-18607495057025856-3362171021210516230-n-1-1784533141.jpg
752653082-18607495789025856-259276807567314269-n-1784538598.jpg
753204648-18607495771025856-1014550721860273587-n-1-1784538598.jpg753231542-18607495876025856-5481671703002422141-n-1784538599.jpg
  • ცნობისათვის, შორენას რჩეული, ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. მას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ის რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ასევე ერთ-ერთი ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.

წყვილი ბოლო წლები ერთადაა, ამაზე ბევრს წერდნენ, თუმცა შორენა ერთობლივ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებდა და ძირითადად, მამაკაცის სახე არ ჩანდა. თუმცა ეს წლები მასთან ერთად ატარებდა წელიწადის სხვადასხვა სეზონს თუ დღესასწაულებს, დუბაიში, პარიზში და ა.შ.

უდიდესი მადლობა, ვისაც გაგიხარდათ, ვინც მგულშემატკივრობთ ამ წლების განმავლობაში... ისეთებიც არიან, ვინც ვენები გადაიხსნეს. მე მესმის თქვენი... - შორენა ბეგაშვილი