უცხოეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავების ქორწილის კადრები - ელენე საბაშვილი და გიორგი მიქაძე დაქორწინდნენ - მშობლები

ელენე საბაშვილი და გიორგი მიქაძე დაქორწინდნენ - უცხოეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავების ქორწილის კადრები

2026-07-21 13:52:40+04:00

გაზაფხულიდან მოყოლებული, ქორწილების აქტიური სეზონია საქართველოში. ამჯერად კიდევ ერთი ვარსკვლავური ქორწილი გაიმართა. ორმა წარმატებულმა ხელოვანმა დაუკავშირა ერთმანეთს ცხოვრება - ევროპაში მოღვაწე ოპერის მომღერალი ელენე საბაშვილი ამერიკაში მოღვაწე კომპოზიტორსა და პიანისტ, ჯაზმენ გიორგი მიქაძეზე დაქორწინდა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა და საქორწინო ღონისძიება შატო მუხრანში გაიმართა.

753729904-28806985655571559-6383880590005348177-n-1784626985.jpgalbescent-white-colorful-soft-texture-background-rounded-rectangle-frame-mockup-photo-collage-1784626987.png

რასაკვირველია, ქორწილს არ აკლდა ცეკვა-სიმღერა - ფოლკლორს თანამედროვე მუსიკა და ჯაზი ენაცვლებოდა.

  • ელენე საბაშვილი საერთაშორისო საოპერო სცენაზე მოღვაწე სოპრანოა. მისი შემოქმედებითი გზა მუსიკასა და თეატრს ბავშვობიდანვე უკავშირდება. ელენე მუსიკალურ გარემოში გაიზარდა და საოპერო ხელოვნებას დედის, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პიანისტის, მეშვეობით ეზიარა. ადრეული სახელოვნებო განათლება ფორტეპიანოსა და კლასიკურ ბალეტსაც მოიცავდა. სანამ საკუთარ მომავალს მთლიანად მუსიკას დაუკავშირებდა, პარიზში არქიტექტურას სწავლობდა და პარალელურად წარმატებით საქმიანობდა სამოდელო სფეროში. ამავე პერიოდში Miss Georgia-ს ფინალისტიც გახდა. მოგვიანებით სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო, შემდეგ კი პროფესიული განვითარება მილანში გააგრძელა, სადაც ვოკალური ტექნიკა, მუსიკალური ინტერპრეტაცია და სასცენო ოსტატობა კიდევ უფრო დახვეწა. მის რეპერტუარში შედის წამყვანი პარტიები ცნობილ ოპერებში. შემოქმედებითი საქმიანობის ფარგლებში ელენე თანამშრომლობს საქართველოს, იტალიის, გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების საოპერო თეატრებსა და საერთაშორისო ფესტივალებთან. საერთაშორისო ვოკალური კონკურსების გამარჯვებული და პრიზიორია. ამჟამად ახალ რეპერტუარზე მუშაობს და პროფესიულ განვითარებას განაგრძობს.

elene-sabashvili-w-h-1784627132.jpeg

გიორგი მიქაძე აშშ-ში მოღვაწე ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი, არანჟირებების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერია. იგი არის Yamaha Artist, Grammy-ს ჟიურის წევრი და Berklee College of Music-ის სრული პროფესორი .მისი შემოქმედება ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობას თანამედროვე საერთაშორისო ჯაზის, იმპროვიზაციისა და ახალი ჰარმონიული და რიტმული ხედვის ენაზე აცოცხლებს.
გიორგი მიქაძე განათლებას იღებდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, Berklee College of Music-სა და Manhattan School of Music-ში. კარიერის განმავლობაში უთანამშრომლია არაერთ ცნობილ საერთაშორისო არტისტთან და მუსიკოსთან. მის საავტორო პროექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „VOISA“-ს, „Georgian Overtones“-სა და „Georgian Songbook“-ს. ეს პროექტები ქართულ ტრადიციულ მუსიკას, მრავალხმიანობასა და ხალხურ მელოდიებს თანამედროვე ჯაზურ და საკონცერტო ფორმებში წარმოაჩენს და საერთაშორისო აუდიტორიას ქართული მუსიკალური კულტურის ახალ ინტერპრეტაციას სთავაზობს.იგი მონაწილეობს საერთაშორისო მუსიკალურ ფორუმებსა და პროფესიულ ღონისძიებებში, მათ შორის SYMU Symposium-ში აბუდაბის კულტურის სამიტიში, ატარებს მასტერკლასებს, მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებში და მიწვეულია სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრად.გიორგი მიქაძე აქტიურად მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და თავისი შემოქმედებით ქართული მუსიკის საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

626421760-18557261770049695-5467254887232119667-n-1784627529.jpg

შორენა ბეგაშვილმა ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა - ოჯახის წევრები, შვილის მიერ დაჭერილი თაიგული და საყვარელი ძაღლი სპეციალური სტუმრის სტატუსით
გრანდიოზული ქორწილი ბათუმში, რომელშიც ბერა ივანიშვილია მეჯვარე, რიკი ე პოვერი აფორმებს მუსიკალურად და ბევრი ცნობილი სახე ესწრება