ზაფხულის ცხელი დღეების საუკეთესო განტვირთვა წიგნებთან და საყვარელ ავტორებთან შეხვედრაა! გამომცემლობა „პალიტრა L“ აგრძელებს ტრადიციას და ამჯერად დასავლეთ საქართველოს სტუმრობს.
24 ივლისს, 16:00 საათიდან 22:00 საათამდე, წყალტუბოში,„მაგნოლიას“და„იმერული ესკიზის“სივრცეში გელით გამორჩეული ლიტერატურული დღე, სადაც სპეციალური შეთავაზებები, საბავშვო გასართობ-შემეცნებითი აქტივობები და საინტერესო ლიტერატურული დისკუსიები გელოდებათ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიტერატურულ ტურნეს წყალტუბოში მასპინძლობენ„მაგნოლია“და„იმერული ესკიზები“- სივრცეები, რომლებიც სტუმრებს იმერული სტუმართმოყვარეობისა და თანამედროვე გარემოს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობენ. ისტორიული „მაგნოლია“, რომლის ისტორიაც 1950-იანი წლებიდან იწყება და 2019 წელს განახლებული სახით დაუბრუნდა წყალტუბოს, დღეს ერთ-ერთი გამორჩეული კულტურულ-სარესტორნო სივრცეა ქალაქში. მის გვერდით მდებარე „იმერული ესკიზები“ კი ტრადიციული იმერული სამზარეულოსა და ადგილობრივი კოლორიტის გაცნობის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამ გარემოში გაიმართება „პალიტრა L“-ის ლიტერატურული დღე, სადაც წიგნები, ავტორები და იმერული მასპინძლობა ერთ სივრცეში გაერთიანდება.
სად და როდის
სპეციალური შეთავაზებები
ტურნეს ფარგლებში „პალიტრა L“ მკითხველს განსაკუთრებულ შეთავაზებებსაც უმზადებს:
16:00-19:00: გასართობ-შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის:პატარა მკითხველს ელოდება უამრავი სიურპრიზი და მხიარული თამაში:
წიგნის კითხვა, მხიარული შეკითხვები ბავშვებისთვის
თაგუნიას აპლიკაციის შექმნა
ფაზლის აწყობა
მემო თამაში
შეხვდი ავტორს: გიორგი კეკელიძე და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი - კუპატა!
ლიტერატურული პროგრამა:
„ზაფხული, შენი საკითხავი სეზონია და ამ სეზონზე შენი გამომცემლობა შენთან მოდის. ზაფხული - აი ეს არის კითხვის დრო და ჩვენს წიგნებში ყოველი გვერდი ახალი თავგადასავალია. მოემზადე სიახლეებისთვის. საკითხავს ყველგან იპოვი - ვინც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო, შენი საკითხავი მალე შენს ქალაქში მოვა“ - ასეთია წლევანდელი ლიტერატურული ტურნეს მთავარი სათქმელი.
ერთმანეთს შევხვდებით 24 ივლისს, წყალტუბოში!
საკითხავს ყველგან იპოვი - ვინც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო, შენი საკითხავი მალე შენს ქალაქში მოვა.
წიგნების სანახავად ეწვიეთ ბმულს:https://www.palitral.ge/
R