ნედლი სიმინდის ტაროს მოხარშვას ან შეწვას არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება, თუმცა მისი მომზადების განსხვავებული ხერხებიც არსებობს. გახსოვდეთ, რომ წყალს თავიდან მარილი არ უნდა დაემატოს, რადგან მარილი მარცვლებს ამაგრებს და ხისტი რჩება, ამიტომ სიმინდი უმარილო სითხეში უნდა მოიხარშოს.რაც შეეხება ხარშვის ხანგრძლივობას, დაახლოებით ამ რეკომენდაციებით იხელმძღვანელეთ:
სიმინდი ამერიკულად
ამ დროს ქვაბში წყალს რძეც ერევა (ასხამენ ნახევარ წყალს და ნახევარ რძეს), უმატებენ 2-3 სუფრის კოვზ კარაქსა და 1 ჩაის კოვზ შაქარს, რათა სიმინდის ბუნებრივი სიტკბო გაძლიერდეს. შედეგად მარცვლები წარმოუდგენლად ნაზი, რბილი და კრემოვანი გემოსი ხდება.
არომატული ნახარში
წყალს ხარშვისას უმატებენ თავად სიმინდის შიდა ფოთლებს, რომლებიც საოცარ არომატს აძლევს, ასევე ნივრის რამდენიმე კბილს, ცოტაოდენ ბეგქონდარას ან როზმარინსა და შაქარს.
ნედლი სიმინდის შეწვა შესაძლებელია როგორც ღუმელში, ისე გრილზე ან ტაფაზე, მთავარია სწორი სოუსები შეირჩეს.
სიმინდი მექსიკურად
მექსიკური სტილის შემწვარი სიმინდის მოსამზადებლად ტაროები ჯერ შეიძლება ოდნავ მოიხარშოს 10 წუთის განმავლობაში, ან პირდაპირ შეწვათ გრილზე თუ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ მსუბუქად არ კარამელიზდება. შეწვის შემდეგ ცხელ სიმინდს უსვამენ კარაქისა და მაიონეზის ნარევს ან არაჟანს, აყრიან წვრილად გახეხილ ყველს, ნიორს და ახალ ქინძს ან ოხრახუშს, ბოლოს კი ლიმონის ან ლაიმის წვენს ასხამენ.
სიმინდი თაფლით
პატარა ჯამში შეურიეთ გამდნარი კარაქსი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, ნახევარ ჩაის კოვზი მდოგვი, ცოტაოდენი მარილი და შავი პილპილი. ტაროები შედგით ღუმელში გამოსაცხობად და გამოცხობის პროცესში ფუნჯით რამდენჯერმე წაუსვით ეს არომატული ნარევი.
სიმინდი ნივრით
დარბილებულ კარაქს ურევენ დაჭყლეტილ ნიორს, წვრილად დაკეპილ მწვანილსა და მარილს. სიმინდს წვავენ ტაფაზე ან ღუმელში, ხოლო სანამ ცხელია, უსვამენ ამ არომატულ ნივრიან კარაქს, რომელიც მაშინვე დნება და მარცვლებში იჟღინთება.