საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.
პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას" , - ნათქვამია ინფორმაციაში.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქს, მათ შორის დედაქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება.მოქალაქეები აღნიშნავდნენ, რომ დენი გაითიშა რეგიონებშიც.