77 წლის ალა პუგაჩოვა იურმალაში ქმართან ერთად ჩავიდა - ონლაინსივრცეში მის გამოჩენას კვლავ აჟიოტაჟი მოჰყვა (ვიდეო) - მშობლები

77 წლის ალა პუგაჩოვა იურმალაში ქმართან ერთად ჩავიდა - ონლაინსივრცეში მის გამოჩენას კვლავ აჟიოტაჟი მოჰყვა (ვიდეო)

2026-07-25 23:20:15+04:00

მომღერალი ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე, კომიკოსი მაქსიმ გალკინი, იურმალაში ლატვიელი მომღერლის, ლაიმა ვაიკულეს მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ ღონისძიებას დაესწრნენ. ტრადიციულად, ალა ყოველ წელს ესწრება მისი მეგობრის - ლაიმა ვაიკულეს სახელობის ფესტივალს - Laima Rendezvous.

ფესტივალის გახსნაზე 77 წლის მომღერალი 50 წლის მაქსიმ გალკინთან ერთად მივიდა. კამერების წინაშე თეთრი, ფართო შარვლით, შავი მაისურითა და ნაცრისფერი ქურთუკით პოზირებდა. კრემისფერი ბერეტი ეხურა და თამამი მაკიაჟით იყო.

656x438-1-c27de3dba907ecff283b0ef11a0a2f572400x1600-0xrbjswpzm-2866432774472471871-1785008383.jpg.webp

alla-orfey0-1785090312.webp

alla-orfey-1-1785090312.webp

მეორე გამოსვლა კი უკვე შავი ტყავის ორეულით იყო, ზემოთ შეკრული თმით და საკმაოდ ახალგაზრდული იერით.

pug54-1785090312.webpalla-orfey-3-1785090312.webppug6-1785090312.webp

alla-orfey-1785090312.webp

ფოტოებს და ვიდეოებს ტრადიციულად მოჰყვა აჟიოტაჟი, ალას გარეგნობის და მისი ასაკის განხილვა.

ფესტივალის მესამე დღეს კი ალა ახალი ლუქით და ხელჯოხით გამოჩნდა და ჯანმრთელობის ამბებიც გაამხილა:

- 4 თვე უძრავად ვიყავი, დავეცი და ფეხი მოვიტეხე. მეგონა, ვეღარც დავდგებოდი ფეხზე. პანიკური შეტევები მქონდა ეს 4 თვე. გამაფრთხილეს, რომ შეიძლებოდა 6 თვეც გაგრძელებულიყო. მერე მოვიდა ერთი ადამიანი და მითხრა, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, ჩემს ნებისყოფაზე. ასე ავდექი და ცოტა ხანს ვივლი ჯოხით...

საუბარში მაქსიმ გალკინიც ჩაერთო და აღნიშნა, რომ ბევრი ჭორი გავრცელდა, თითქოს პუგაჩოვამ გულის ოპერაცია გაიკეთა. უბრალოდ, ფეხი მოიტეხა.

17810042t1h37f2-1785092211.webp

7fb024e8-c1bb-4aef-a652-5f587977f2ba-1785092977.jpg

გულზე მეორე ოპერაცია გაიკეთა... არაფრით არ შეიძლებოდა პლასტიკური ჩარევა... - რას ამბობენ ექიმები ალა პუგაჩოვას მდგომარეობაზე
ალა პუგაჩოვას უფროსი ქალიშვილის უდედოდ გატარებული ბავშვობა, ურთიერთობა ცირკის მსახიობ მამასთან, სამი შვილი და მესამე ქორწინებაში ნაპოვნი ბედნიერება - ამბები კრისტინა ორბაკაიტეზე
ლაიმა ვაიკულე 72 წლისაა - ბრძოლა მძიმე სენთან, დედობის აუხდენელი ოცნება და ერთადერთი სიყვარული