"დედაჩემი გვცემდა ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდა - მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, ტელეფონით... შეიძლებოდა საფერფლე ესროლა... დაგვცინოდა ფიზიკური ნაკლოვანებების გამო" - ჯონი დეპის მძიმე აღიარება დედაზე - მშობლები

"დედაჩემი გვცემდა ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდა - მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, ტელეფონით... შეიძლებოდა საფერფლე ესროლა... დაგვცინოდა ფიზიკური ნაკლოვანებების გამო" - ჯონი დეპის მძიმე აღიარება დედაზე

2026-07-26 10:34:25+04:00

სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანები - მშობლები, ხანდახან ყველაზე დიდ მტრებად ევლინებიან. მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიდანაც ბევრი ქცეულა მშობლების მხრიდან ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობის, გულგრილობის მსხვერპლი და ბევრი ამაზე ღიად საუბრობს. ამით მათ სურთ, მაგალითი მისცენ სხვებს, აჩვენონ, რომ მარტონი არ არიან და ამის გამოთქმა, სპეციალისტების დახმარება მნიშვნელოვანია. ასევე მოტივაცია მისცენ იმ ბავშვებს, რომლებიც ამ წუთას განიცდიან იმავეს, მისცენ გაბედულება შველის თხოვნის და იმედი, რომ ესეც გაივლის და ეს არ იქნება მხოლოდ განმსაზღვრელი მათი ცხოვრების...

ჯონი დეპი ერთ-ერთია მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს შორის, რომელიც ბავშვობაში მუდმივად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დედის მხრიდან. ამაზე საუბარი მას სასამართლო პროცესზე მოუწია, ემბერ ჰერდთან ხმაურიანი გარჩევების დროს. მაშინ ჯონმა და მისმა დამ ისაუბრეს ღიად ბავშვობის ტრავმაზე, იმის საჩვენებლად, რომ ბავშვობაში განცდილმა ძალადობამ გავლენა მოახდინა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ურთიერთობებზე...

ჯონი წლების განმავლობაში დედის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაზე საუბრობდა. ჩვენებაში ყვებოდა, რომ მისი დედა, ბეტი სუ პალმერი, იყო ძალიან მკაცრი, არაპროგნოზირებადი და ხშირად ძალადობრივი. ის სცემდა შვილებს სხვადასხვა საგნით (მაგალითად, ქამრით, ჯოხით ან სხვა ნივთებით); რეგულარულად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მათ; ოჯახში შიშის ატმოსფეროს ქმნიდა.

დეპის და, კრისტი დემბროვსკი, სასამართლოში ჩვენებისას ასევე აღწერდა დედას, როგორც ფიზიკურად და ემოციურად მოძალადეს.

დეპი ასევე ამბობდა, რომ მისი მამა შედარებით მშვიდი ადამიანი იყო და ხშირად თავადაც ხდებოდა მეუღლის აგრესიის მსხვერპლი, სანამ საბოლოოდ ოჯახს დატოვებდა.

სასამართლოზე ჯონი დეპმა ისაუბრა, რომ დაბადებიდან აქვს მხედველობის სერიოზული პრობლემა მარცხენა თვალში - მისი მარცხენა თვალი პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს, ეს თანდაყოლილი მდგომარეობაა; და ამის გამოც ბავშვობაში დედა დასცინოდა, ელამს, ცალთვალას და სხვა დამაკნინებელ სიტყვებს ეძახდა. მის ძმას კი, რომელიც სათვალით დადიოდა, ოთხთვალას ეძახდა.

"ყველაფრით გვცემდა..."

რამდენიმე ციტატა ჯონის ჩვენებიდან:

"ფიზიკური ძალადობა ნამდვილად იყო. შეიძლებოდა შენკენ საფერფლე ესროლათ. გცემდნენ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, ტელეფონით — რაც ხელში მოხვდებოდათ."

"სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ესეც მუდმივი იყო."

"მას შეეძლო ყოფილიყო ისეთი სასტიკი, როგორიც საერთოდ შეიძლება იყოს ადამიანი."

დეპმა ასევე აღნიშნა, რომ ბავშვობაში დედის საქციელმა ასწავლა, როგორი მშობელი არ უნდა ყოფილიყო თავად. მისი სიტყვებით: "ვისწავლე, როგორ არ უნდა აღზარდო შვილები."

ეს ფრაზა ხშირად ციტირდება, რადგან დეპი ამტკიცებდა, რომ საკუთარი შვილების აღზრდისას შეგნებულად ცდილობდა ბავშვობაში მიღებული გამოცდილება გაეთვალისწინებინა.

პატიება

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჯონს არასდროს მიუტოვებია დედა. უფრო მეტიც, დაჰყავდა საჯარო ღონისძიებებზე, პრემიერებზე.

betty-sue-435-8b89c7ef8d274f7dacab3c919fed439f-1785052230.jpg

exr38vewkaepg7r-1785052231.jpgjohnny-depp-mother-betty-sue-palmer-550nw-5147313n-1785052231.jpg

დეპი ამბობდა, რომ დედა რთული ადამიანი იყო, მაგრამ მასზე ზრუნავდა. ცნობილია, რომ მოგვიანებით მან დედას სახლი უყიდა და ფინანსურად სულ ეხმარებოდა. სასამართლოზეც აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავდა, თითქოს ბავშვობაში ძალადობა არ მომხდარა — უბრალოდ, მისი დამოკიდებულება დედის მიმართ ძალიან წინააღმდეგობრივი იყო: ერთდროულად განიცდიდა ტკივილსაც და პასუხისმგებლობასაც...

ბეტი სუ პალმერი 2016 წლის 20 მაისს გარდაიცვალა, 81 წლის ასაკში. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ემბერ ჰერდი ჯონთან განქორწინებას მოითხოვდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებებს საჯაროდ გააჟღერებდა.

ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები მსგავსი გამოცდილებით

სამწუხაროდ, არაერთ ცნობილ მსახიობსა და მუსიკოსს საჯაროდ უსაუბრია ბავშვობაში ფიზიკურ, ემოციურ ან სიტყვიერ ძალადობაზე. რამდენიმე ცნობილი მაგალითი:

შარლიზ ტერონი

შარლიზ ტერონი გაიზარდა ოჯახში, სადაც მამა მძიმე ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა და ძალადობდა. როდესაც შარლიზი 15 წლის იყო, დედამ თავდაცვის მიზნით ესროლა მამას და ის გარდაიცვალა. ტერონს არაერთხელ უთქვამს, რომ ბავშვობა მუდმივ შიშში გაატარა.

ოპრა უინფრი

ოპრა უინფრი ღიად საუბრობს, რომ ბავშვობაში მრავალწლიანი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მძიმე ტრავმის შემდეგაც შეძლოს წარმატების მიღწევა.

ემინემი

ემინემი არაერთ ინტერვიუში და საკუთარ სიმღერებში აღწერს დედასთან უკიდურესად კონფლიქტურ ურთიერთობას. მისი თქმით, ბავშვობაში განიცდიდა როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ ძალადობას. დედა ამ ბრალდებებს არ ეთანხმებოდა და მოგვიანებით შვილს უჩივლა.

დემი მური

დემი მურმა თავის მემუარებში აღწერა ქაოსური ბავშვობა, ალკოჰოლზე დამოკიდებული მშობლები და ემოციურად არასტაბილური ოჯახური გარემო, რამაც მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

მაკოლეი კალკინი

კალკინი ამბობდა, რომ მამამისი უკიდურესად მკაცრი და ძალაუფლების მოყვარული იყო, ხოლო ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ წლების განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდათ კონტაქტი.

დრიუ ბერიმორი

დრიუ ბერიმორი ძალიან პატარა ასაკში გახდა ვარსკვლავი. მოგვიანებით ამბობდა, რომ ბავშვობაში ფაქტობრივად ზრდასრული ცხოვრების რეჟიმში ცხოვრობდა და მშობლებისგან საკმარის დაცვას ვერ იღებდა. 13 წლიდან უკვე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ეტანებოდა და სქესობრივი ცხოვრებაც ძალიან ადრე დაიწყო, და მშობლებმა ამისგან ვერ დაიცვეს.

კრისტინა აგილერა

აგილერა საჯაროდ ყვებოდა, რომ ბავშვობაში ხედავდა, როგორ ძალადობდა მამა დედაზე და თავადაც ცხოვრობდა შიშის გარემოში.

მეგან ფოქსი

მეგან ფოქსი აღწერს, რომ დედა და მამინაცვალი ძალიან მკაცრ და შეზღუდულ გარემოში ზრდიდნენ, რაც, მისი თქმით, ემოციურად მძიმე გამოცდილება იყო.

საკუთარმა ბიძამ გამაუპატიურა..., მოძალადე ბაბუის მსხვერპლი გავხდი... სიკვდილი მინდოდა... - გაუპატიურების მსხვერპლი მსოფლიო ვარსკვლავების გამაოგნებელი აღიარება
ბავშვობაში არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი... დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია!
ღარიბი ბავშვობა, გაუპატიურება 15 წლის ასაკში, ღალატი, სპონტანური აბორტი... და ისევ ფეხზე წამოდგომა... - დემი მურის რთული ცხოვრება და მტკივნეული განქორწინება ეშტონ კატჩერთან, რამაც კინაღამ შეიწირა
15 წლის იყო, როცა დედამ მამამისი მის თვალწინ მოკლა და ეს ტრავმა მთელი ცხოვრება გაჰყვა - შარლიზ ტერონის რთული ბავშვობა, სერიული მკვლელის როლისთვის მიღებული ოსკარი და უჩვეულო აღზრდის მეთოდები