ფეხის გაკვანძვა, დაბუჟება, უძილობა, მაგნიუმის ნაკლებობაზე მიუთითებს. როგორ მივაწოდოთ ორგანიზმს მაგნიუმი? - გიორგი ღოღობერიძე საუკეთესო საშუალებას ამხელს - მშობლები

ფეხის გაკვანძვა, დაბუჟება, უძილობა, მაგნიუმის ნაკლებობაზე მიუთითებს. როგორ მივაწოდოთ ორგანიზმს მაგნიუმი? - გიორგი ღოღობერიძე საუკეთესო საშუალებას ამხელს

2026-07-27 09:54:43+04:00

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმი, სტრესი და არაბალანსირებული კვება ხშირად ორგანიზმში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ელემენტის დეფიციტს იწვევს. მათ შორისაა მაგნიუმი — მინერალი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ნერვული სისტემის, კუნთების მუშაობისა და ზოგადი ენერგიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქებში მრავლადაა მედიკამენტური დანამატები, ბევრი ერიდება მათ სისტემატურ მიღებას. საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი ალტერნატივები და მარტივი მეთოდები, რომლებიც ორგანიზმს ამ სასიცოცხლო ელემენტის აღდგენაში ეხმარება.

სწორედ ამ მნიშვნელოვანი საკითხისა და მაგნიუმის ბუნებრივი გზებით აღდგენის მარტივი მეთოდების შესახებ საუბრობს ცნობილი ექიმი და ინფლუენსერი გიორგი ღოღობერიძე, რომლის რჩევებიც ბევრ ადამიანს ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

"თუ გაქვთ მაგნიუმის ნაკლებობა და გსურთ მაგნიუმის შევსება, ოღონდ არ გინდათ იმ დანამატების მიღება, რაც აფთიაქებში იყიდება და თან ბევრია და ერთმანეთში გეშლებათ როდის რომელი მიიღოთ, მე გეტყვით ბუნებრივ მეთოდს, რომელიც მაგნიუმს ძალიან ლამაზად შეგვსებთ.

საქართველოში მაგნიუმის ნაკლებობა ხშირი მოვლენაა და ბევრ საწუხებს მაგნიუმის ნაკლებობის ნიშნები - ფეხის დამეჭიმა, ფეხი გამენასკვაო, აქვთ უძილობა ან კიდევ ბევრი სხვა.

მაგნიუმის ნაკლებობა ხშირი იმიტომ არის, რომ ასაკთან ერთად ადამიანის სხეული უკვე ვეღარ ითვისებს მას და ან საკვებით ვერ იღებს პაციენტი საკმარისი რაოდენობით, ან ადამიანი შარდმდენს ან წნევის დამწევს სვამს და ამიტომ სხეულიდან მაგნიუმის გამოძევება ხდება, მაგნიუმს სხეულიდან ალკოჰოლიც აძევებს.

ადამიანი ფიქრობს, მაგნიუმის ნაკლებობა რით შეავსოს. მე გეტყვით ძალიან მაგარ მეთოდს. ეს არის გოგრის თესლი. ეს ყველაზე კარგი საშუალება, რაც კი არსებობს, მაგნიუმის შესავსებად, ოღონდ აქ გარკვეული წესები არსებობს და ეს წესები უნდა დაიცვათ.

პირველი: ესე პირდაპირ გოგრის თესლი არ მიიღოთ, რადგან მასში არის ფიტინის მჟავა და ეს ფიტინის მჟავა არ მისცემს საშუალებას არც მაგნიუმს, მასში არსებულ არც რკინას, არც თუთიას და არც კალციუმს, რომ სხეულში შემოვიდეს. იმიტომ, რომ ეს ფიტინის მჟავა მათ ბოჭავს როგორც მაგნიტი და სხეული მას ვერ იმახსოვრებს, ამიტომ კი იღებთ აი ამ გოგრის თესლს, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვერ შეითვისება. აბა რა უნდა გააკეთოთ? მარტივი რაღაცა: აიღეთ ერთი ჭიქა, ჩაყარეთ შიგნით ერთი მუჭა თესლი და დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი, გააჩერეთ 10-12 საათის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ ის. საღამოს თუ დააყენებთ, მეორე დღეს უკვე დილით ჩაათვალეთ, რომ ის უკვე მზადაა მისაღებად.

ერთი ერთი მუჭა გოგრის თესლი შეიცავს ჩვენი სხეულისთვის საჭირო მაგნიუმის დაახლოებით 50%-ს. თუ მაგნიუმის პროფილაქტიკური რაოდენობა გჭირდებათ, ერთი მუჭა დილით, ერთი მუჭა საღამოს საკმარისი იქნება, მაგრამ თუ მაგნიუმის ნაკლებობაა, მაშინ უკვე დღეში სამი მუჭა თესლის მიღება საკმარისი იქნებოდა, რომ სხეულმა ეს მაგნიუმი საჭირო რაოდენობით მიიღოს.

აქვე კარგი იქნება თუ მას დაახმარ ხოლმე ნუშს, ისპანახს, ასევე შავ შოკოლადს და ნაკლებად მიიღებთ ალკოჰოლს, ტკბილეულს და კოფეინის შემცველ რაღაცებს, იმიტომ, რომ ისინი სხეულიდან მაგნიუმს აძევებენ. მიიღეთ დაახლოებით ორი-ოთხი კვირის განმავლობაში და ამის შემდეგ სხეული მაგნიუმს სტაბილურად შეინარჩუნებს," - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

მოუსვენარი ფეხების სინდრომი, გამომშრალი კანი, ადვილად დაღლა, კუნთების უნებლიე კრთომა... - სპეციალისტი განმარტავს, რომელი სიმპტომი რომელი ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს
აიღეთ ჯანჯაფილი და ლიმონი და ორივე დააბლენდერეთ... - C ვიტამინისა და თუთიის შემცველი ბუნებრივი ნაზავი, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს