“სუნთქვა შემეკრა, ეს არ შეიძლებოდა დამთხვევა ყოფილიყო“ - საუკეთესო მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ და-ძმა იყვნენ - მშობლები

“სუნთქვა შემეკრა, ეს არ შეიძლებოდა დამთხვევა ყოფილიყო“ - საუკეთესო მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ და-ძმა იყვნენ

2026-07-27 17:46:23+04:00

დეივ გრინმა და ანდრეა ურმსტონმა წლების განმავლობაში ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათი გზები 2005 წელს, მანჩესტერის აეროპორტში გადაიკვეთა, სადაც ორივე მუშაობდა. მალე კოლეგები ახლო მეგობრები გახდნენ, თუმცა ორი წლის შემდეგ გაირკვა, რომ მათ მეგობრობაზე გაცილებით ძლიერი კავშირი ჰქონდათ - ისინი და-ძმა იყვნენ.

დეივი აეროპორტის ავტობუსების სადგურს ხელმძღვანელობდა, ანდრეა კი სავაჭრო აპარატების მომსახურების სფეროში მუშაობდა. თანამშრომლებს შორის სწრაფად ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. სამსახურის შემდეგაც ხშირად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, ტელეფონით საუბრობდნენ და, როგორც თავად ამბობენ, იმდენად კარგად უგებდნენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის წინადადებების დასრულებაც შეეძლოთ.

  • გარდამტეხი აღმოჩნდა ერთ-ერთი სატელეფონო საუბარი, როდესაც დეივმა პირველად უთხრა ანდრეას, რომ ნაშვილები იყო და დაბადებისას სტიუარტ პრაუდლავი ერქვა. ეს გვარი ანდრეასთვის ნაცნობი აღმოჩნდა.

მისი ქალიშვილობის გვარიც პრაუდლავი იყო, ხოლო ბავშვობიდან იცოდა, რომ დედას ვაჟი ჰყავდა, რომელიც მის დაბადებამდე გააშვილეს.

“სუნთქვა შემეკრა, მაშინვე მივხვდი, ეს არ შეიძლებოდა დამთხვევა ყოფილიყო,“ - იხსენებს ანდრეა.

მან დედას, სიუზანს, დაურეკა და დაკარგული შვილის დაბადების თარიღი ჰკითხა. პასუხმა ეჭვი დაადასტურა, დეივი 1966 წლის 24 მარტს იყო დაბადებული. ანდრეამ ძმას მაშინვე დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. განაგრძეთ კითხვა

დედას ვერ ვპატიობ, ცხოვრება წამართვა... მოძალადე ოჯახში ვიზრდებოდი... დეიდაშვილმა სექსუალურად იძალადა, 8 წლის ვიყავი... მამაჩემი არც მაინტერესებს - ანა ბერუაშვილის მძიმე ამბავი