ლეგენდარული წყვილის შვილების ვიდეო ვირუსულად ვრცელდება - რა ურთიერთობა აქვთ რიჩარდ გირის ვაჟს და სინდი კროუფორდის ქალიშვილს - მშობლები

ლეგენდარული წყვილის შვილების ვიდეო ვირუსულად ვრცელდება - რა ურთიერთობა აქვთ რიჩარდ გირის ვაჟს და სინდი კროუფორდის ქალიშვილს

2026-07-28 12:14:46+04:00

რიჩარდ გირისა და სინდი კროუფორდის წყვილი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ლამაზ წყვილად მიიჩნეოდა ჰოლივუდში. ისინი 1991-დან 1995 წლამდე იყვნენ დაქორწინებული, "ლამაზმანის" ტრიუმფიდან მალევე. მოგვიანებით წყვილი დაშორდა ერთმანეთს და სხვა ოჯახები შექმნეს, შვილებიც სხვა ქორწინებაში შეეძინათ. თუმცა ჰოლივუდის ერთ-ერთ ლეგენდარულ წყვილად დარჩნენ.

images-1-1785227153.jpgimages-1785227153.jpg

მათი განქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში, ტოპმოდელი სინდი კროუფორდი 1998 წელს დაქორწინდა ბიზნესმენსა და ყოფილ მოდელ რენდი გერბერზე და შეეძინა ორი შვილი, ვაჟი პრესლი უოკერ გერბერი და ქალიშვილი კაია ჯორდან გერბერი , რომელიც ძალიან წარმატებული მოდელი და უკვე - მსახიობიცაა.

sindia_162a0.jpgcindy-crawford-rande-presley-kaia-gerber.jpg

images-1785236486.jpg

press-day-1-with-kaia-for-her-new-show-theshardsfx-hairbyhosmakeup-iamjamalscott-1785236487.jpgpress-day-1-with-kaia-for-her-new-show-theshardsfx-hairbyhosmakeup-iamjamalscott-1-1785236487.jpg

რიჩარდ გირი კი 2002 წელს დაქორწინდა მოდელსა და მსახიობ კერი ლოუელზე, რომელთანაც შეეძინა ვაჟი, ჰომერ ჯეიმს ჯიგმე გირი. ჰომერი დღეს საკმაოდ წარმატებული მსახიობია.

2837aa0900000578-3064717-image-m-135-1430514168480-1785227554.jpg

richard-gere-homer-cannes-bw-05182024-49f223-1785227808.webp

2013 წელს გირი და ლოუელი დაშორდნენ. 2018 წლის აპრილში გირი დაქორწინდა ესპანელ აქტივისტ ალეხანდრა სილვაზე. 2018 წლის აგვისტოში მათ განაცხადეს, რომ პირველ შვილს ელოდებოდნენ; მათი ვაჟი 2019 წლის თებერვალში დაიბადა. 2020 წლის აპრილში მათი მეორე ვაჟის დაბადების შესახებ გახდა ცნობილი.

105248068-1785227660.webp

შვილების შეხვედრა

წლები გავიდა, შვილები გაიზარდნენ, ცნობილები და წარმატებულები გახდნენ და... მათი გზებიც გადაიკვეთა.

ჰომერ გირი და კაია გერბერი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ რაიან მერფის ახალ სერიალში „ნამსხვრევები“. ისინი ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ.

kaia-gerber-homer-gere-the-shards-serie-ryan-murphy-103-1785227154.webp

6 აგვისტოს გამოვა ეკრანებზე და მანამდე პრემიერებია. სწორედ საპრემიერო კადრები გახდა ვირუსულად პოპულარული, სადაც ჰომერი და კაია ერთად არიან.

6a6848d2affb5-95d61743fc28-scaled-1785227153.webp800x800-1785227153.webpc3e8a23735f2-gettyimages-2287907638-1785227153.webp

რა თქმა უნდა, წყვილს შორის არაფერია - ორივეს საკუთარი პირადი ცხოვრება აქვს.

საოცარი მსგავსება... - სინდი კროუფორდის ქალიშვილმა მისი საკულტო სახე გაიმეორა და ყველა აღაფრთოვანა
სინდი კროუფორდი 60 წლისაა - ბავშვობაში განცდილი ტრაგედია, მამის სიყვარულისთვის ბრძოლა და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სუპერმოდელის მთავარი კოზირი