შხამიანი მწერის ნაკბენი ზაფხული ერთ-ერთი სერიოზული დისკომფორტია. ფუტკრის, ბზიკის, კრაზანის ნაკბენები ყველაზე გავრცელებულია. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ და რა პირველადი დახმარება აღვმოუჩინოთ დაზარალებულს. ცნობილი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ მწერების ნაკბენებს უსაფრთხოდ და თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები.
"კრაზანა, ბზიკი, ფუტკარი - ყველას თავისებური ნესტარი აქვს. რას ნიშნავს ეს? ფუტკარს ახასიათებს ძირითადად ნესტარის ჩატოვება და ამ დროს შხამის ექსპოზიცია გრძელდება. კრაზანა და ბზიკი უმეტესად არ ტოვებს ამ ნესტარს, ანუ "მრავალჯერადია". თუ ნესტარი ჩანს, აუცილებლად ეს უნდა იყოს ამოღებული და მისი ინსექტიდის და ამ შხამის ექსპოზიცია არ უნდა გრძელდებოდეს" - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი. ნესტრის ამოსაღებად კი დანის გამოყენებას არ გვირჩევს.
"დანას არ უწევენ რეკომენდაციას, იმიტომ, რომ ბასრია, შეიძლება ჭრილობა გამოიწვიოს. ყველა ოჯახში, ყველა უფროსს აქვს პლასტიკური ბარათი. პლასტიკური ბარათი ყველაზე იდეალური მეთოდად ეს ითვლება. მსოფლიოში ჩემი კოლეგები ამას უწევენ რეკომენდაციას, ამოიღეთ თქვენი საფულიდან პლასტიკური ბარათი და გამოიყენეთ ნესტრის მოსაცილებლად. შემდგომ ცივი საფენი, ანტიჰისტამინური საკმარისია. თუ რეაქცია გაფართოვდა, ან რეაქცია მოცილებულ, მოშორებულ ლაკალიზაციაზე გამოჩნდა, ვთქვათ მიკბინა კიდურზე, მაგრამ მე სადღაც მუცლის ან ზურგის არეში უნდა დაათვალიერო, მაშინ ბუნებრივია საჭიროა, რომ 112-ში დავრეკოთ ან უახლოეს ამბულატორიულ განყოფილებაში გადავიდეს პაციენტი" - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.