ინტერვიუ ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ დირექტორთან, ქალბატონ ეკა ჩიქობავასთან
“სკოლის მთავარი მისიაა, აღმოაჩინოს თითოეულ ბავშვში უნიკალური შესაძლებლობები და დაეხმაროს მას საკუთარი გზის პოვნაში“
სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წლებს ატარებს, ბავშვი აქ მხოლოდ აკადემიურ ცოდნას არ იღებს - სკოლაში ყალიბდება მისი ღირებულებები, ხასიათი, პასუხისმგებლობის გრძნობა, ურთიერთობის კულტურა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.
ამიტომ, სკოლის არჩევისას მშობელმა მხოლოდ რეიტინგებსა და აკადემიურ შედეგებზე არ უნდა გააკეთოს აქცენტი. მნიშვნელოვანია, სკოლაში იყოს უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, სადაც თითოეული ბავშვი თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს.

უპირველესად - უსაფრთხო გარემოს.
ბავშვი მხოლოდ მაშინ სწავლობს სრულფასოვნად, როდესაც თავს დაცულად, მშვიდად და ბედნიერად გრძნობს.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ინდივიდუალური მიდგომა. ყველა ბავშვი უნიკალურია, ამიტომ სკოლამ უნდა შეძლოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების დანახვა და მათი განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.
ჩემთვის თანამედროვე განათლება ნიშნავს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას, არამედ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ბავშვი სწავლობს ანალიტიკურ აზროვნებას, კითხვების დასმას, გადაწყვეტილებების მიღებას და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას.
დღეს კარგი სკოლა აღარ არის მხოლოდ სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები.
თანამედროვე სკოლა ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ასწავლის გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრას, პასუხისმგებლობასა და ლიდერობას.
ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში, უცხო ენების ხარისხიან სწავლებასა და ემოციური ინტელექტის განვითარებას.
ჩვენი მიზანია, მოსწავლე მზად იყოს არა მხოლოდ გამოცდებისთვის, არამედ რეალური ცხოვრებისთვის.
ეს წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
როდესაც სკოლა, მასწავლებელი და მშობელი ერთ გუნდად მუშაობენ, ბავშვი თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად გრძნობს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღია კომუნიკაცია, ურთიერთნდობა და მუდმივი თანამშრომლობა, რადგან მხოლოდ საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი თითოეული მოსწავლის სრული პოტენციალის გამოვლენა.
ვფიქრობ, იმიტომ, რომ სკოლა მათთვის მხოლოდ გაკვეთილები არ არის.
აქ მათ ჰყავთ მეგობრები, მონაწილეობენ საინტერესო პროექტებში, სპორტულ აქტივობებში, შემოქმედებით ღონისძიებებსა და საერთაშორისო პროგრამებში.
ჩვენ ვცდილობთ, ყოველი დღე იყოს ახალი გამოცდილება, რომელიც ბავშვს განვითარებასთან ერთად ბედნიერ მოგონებებსაც შეუქმნის.

სრულად ვეთანხმები.
დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტად ფასობს დამოუკიდებელი აზროვნება, პასუხისმგებლობა, კომუნიკაციის უნარი, ლიდერობა და ცვლილებებთან ადაპტაციის შესაძლებლობა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კარიერული განვითარების მიმართულებას.
ჩვენი კარიერული დაგეგმვის ცენტრი თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად ეხმარება პროფესიის არჩევაში, უნივერსიტეტების შერჩევასა და საერთაშორისო უნივერსიტეტებში აპლიკაციების მომზადებაში.
ამ მუშაობის შედეგია ჩვენი მოსწავლეების წარმატებაც.
ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია XII კლასის მოსწავლე მეჰმეთ აქიფ ქოჩი, რომელმაც ერთდროულად რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღო ჩარიცხვის შეთავაზება.
მათ შორისაა იტალიის Bocconi University, სადაც მან სრული დაფინანსება მოიპოვა. სტიპენდიის საერთო ღირებულება 51,000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც მისი აკადემიური წარმატებისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
ასეთი ისტორიები გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი მოსწავლეების მომავლისთვის.
ყოველ წელს ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლას აგრძელებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის:
ქართული-გერმანული სკოლა „სხივი“ გამოირჩევა საერთაშორისო გამოცდილებითა და ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტებით.

ჩვენი სკოლა ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის ავტორია; • აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსში Spelling Bee; • ყოველწლიურად ატარებს STEM Festival-ს, რომელიც ხელს უწყობს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას; • არის საერთაშორისო კონკურსის - Owlypia-ს ოფიციალური მასპინძელი საქართველოში; • ახორციელებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს გერმანიასთან, რაც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ევროპული საგანმანათლებლო გამოცდილება.
ადრეული ბავშვობა ის პერიოდია, როდესაც ყალიბდება სწავლისადმი დამოკიდებულება, ცნობისმოყვარეობა და ძირითადი უნარები.
სწორედ ამიტომ, ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ 2026-2027 სასწავლო წლისთვის მიმდინარეობს მიღება ბაღისა და პრესქულის პროგრამაზე,რაც მოიცავს საანბანო სწავლებას, სახალისო მათემატიკას, ინგლისურ და გერმანულ ენებს, ჭადრაკს, მეტყველების განვითარებას, ეკო გაკვეთილებს, არტთერაპიას, სპორტსა და მუსიკას.
ჩვენ გვინდა, ბავშვებმა სწავლა თავიდანვე სიხარულთან, აღმოჩენებთან და სიყვარულით სავსე გარემოსთან დააკავშირონ.
ვურჩევდი, სკოლის არჩევისას ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ აკადემიურ შედეგებს, არამედ იმ ღირებულებებსა და გარემოს, რომელსაც სკოლა ქმნის.
თანამედროვე განათლების მთავარი ამოცანაა აღზარდოს ღირებულებების მქონე, ბედნიერი, დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობიანი და წარმატებული ადამიანი.
თუ სკოლა შეძლებს ბავშვში სწავლის სიყვარულის, თავდაჯერებულობისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაღვივებას, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი მისი წარმატებული მომავლისთვის.
R