ზაფხულის არდადეგების ბოლო კვირებში ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვს სწრაფად უნდა გაახსენოს მთელი სასწავლო პროგრამა, რათა სკოლას მომზადებული მივიდეს. თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი მიდგომა ხშირად საპირისპირო შედეგს იძლევა – ბავშვი იღლება, სწავლა კი მისთვის სტრესთან და იძულებასთან ასოცირდება.
მშობლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა შიში, რომ ბავშვმა ზაფხულში ყველაფერი დაივიწყა და თანატოლებს ჩამორჩება. სწორედ ეს შფოთვა აქცევს არდადეგების ბოლო დღეებს მეცადინეობის ხანგრძლივ ტანჯვად და ოჯახურ დაძაბულობად.
სინამდვილეში, სწავლა მხოლოდ ნასწავლი მასალის დამახსოვრებაზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღების კონცენტრაცია, მეხსიერება, მეტყველება, ინსტრუქციების მოსმენისა და შესრულების უნარი, ასევე საკუთარი ქცევის კონტროლი. სწორედ ამ უნარების განვითარება ეხმარება ბავშვს სწავლაში.
ზაფხულის ბოლოს უმჯობესია, ბავშვი არ აიძულოთ ხანგრძლივად იმეცადინოს. ამის ნაცვლად, ყოველდღიურობაში ჩართეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც სასარგებლოც არის და საინტერესოც.
მაგალითად:
ასეთი აქტივობები ერთდროულად ავითარებს აზროვნებას, მეტყველებას, წარმოსახვასა და ანალიზის უნარს.
კოგნიტური უნარების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ინტელექტუალური სამაგიდო თამაში, ლოგიკური თავსატეხი, გამოცანები და ე.წ. „დანეტკები“. ისინი ხელს უწყობს:
სკოლისთვის მზადებაში სასარგებლოა თამაშები, რომლებსაც მკაფიო წესები აქვს. ასევე კარგ შედეგს იძლევა:
ასეთ აქტივობებს დღეში დაახლოებით ერთი საათის დათმობაც საკმარისია.
სკოლისთვის მზადება მხოლოდ წიგნებთან ჯდომას არ ნიშნავს. ბავშვს დამოუკიდებლობის განვითარებაშიც უნდა დაეხმაროთ.
მაგალითად, სთხოვეთ:
ასეთი პასუხისმგებლობები თავდაჯერებულობასა და ორგანიზებულობას ზრდის.
ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, არ გამოიყენონ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „სკოლა რომ დაიწყება, მერე ნახავ!“ ან „სკოლაში ასე ვერ მოიქცევი!“
ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილეთ იმ სასიამოვნო მოვლენებზე, რომლებიც ახალ სასწავლო წელს ახლავს: მეგობრებთან შეხვედრა, ახალი ცოდნა, საინტერესო გაკვეთილები და კლასგარეშე აქტივობები.
თუ ბავშვს სკოლის დაწყება ან ახალ სკოლაში გადასვლა აშფოთებს, მნიშვნელოვანია, მის ემოციებს ყურადღებით მოუსმინოთ. შეგიძლიათ შესთავაზოთ, ფურცელზე დახატოს ის, რაც აშინებს, შემდეგ კი ერთად ისაუბროთ თითოეულ განცდაზე. ხშირად ბავშვებს საკუთარი შიშების გამოხატვა უფრო უადვილდებათ ნახატით, ვიდრე სიტყვებით.
ზაფხულის ბოლო დღეების მიზანი არა მთელი პროგრამის დაზეპირება, არამედ ბავშვის სწავლისთვის ფსიქოლოგიურად და გონებრივად მომზადებაა. როცა სწავლა თამაშთან, საინტერესო აღმოჩენებთან და პოზიტიურ ემოციებთან ასოცირდება, ახალ სასწავლო წელს ბავშვიც უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად ხვდება.