რომელმა დაავადებებმა მოიმატა საქართველოში? - გაიზარდა საწოლთა ფონდიც და ექიმთან მიმართვის შემთხვევებიც - მშობლები

რომელმა დაავადებებმა მოიმატა საქართველოში? - გაიზარდა საწოლთა ფონდიც და ექიმთან მიმართვის შემთხვევებიც

2026-07-29 13:22:46+04:00

2025 წელს საქართველოში 232 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საწოლთა ფონდი წინა წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა და 15.2 ათასი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ამავე პერიოდში ქვეყანაში 2 318 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება იყო. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის 16.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 6%-ით მეტია.

სტატისტიკის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების რაოდენობამ 22.5 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რაოდენობამ – 21.3 ათასი.

ამასთან, 2025 წლის მონაცემებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ჯგუფებში:

  • თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები – 14.2%-ით;
  • სიმსივნეები – 12.7%-ით;
  • ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები – 10.6%-ით;
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები – 8.9%-ით;
  • თვალისა და მისი დანამატების დაავადებები – 6.8%-ით.

განაგრძეთ კითხვა

ძალიან ცხელი საკვებისა და სასმლის სისტემატურად მიღებამ შესაძლოა, სიმსივნე გამოიწვიოს - კლინიკური ონკოლოგის გაფრთხილება
პატარა ხალი მქონდა... აგრესიული სიმსივნე აღმოჩნდა. არავის ვეუბნებოდი... რაღაც ასაკის შემდეგ მივხვდი, რომ ნერვიულობა, სტრესი უარესია...- ნატუკა გულიაშვილი საკუთარი დიაგნოზის შესახებ საუბრობს