ტომ კრუზის ერთადერთმა შვილმა საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი მამასთან და გვარი შეიცვალა... - ტომს ის წლებია არ უნახავს, რადგან ცოლი მისი რწმენის წინააღმდეგ წავიდა და შვილიც დაიცვა მამის გავლენისგან - მშობლები

ტომ კრუზის ერთადერთმა შვილმა საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი მამასთან და გვარი შეიცვალა... - ტომს ის წლებია არ უნახავს, რადგან ცოლი მისი რწმენის წინააღმდეგ წავიდა და შვილიც დაიცვა მამის გავლენისგან

2026-07-30 14:16:13+04:00

სური კრუზმა მამასთან, რომელთანაც წლებია, ურთიერთობა არ აქვს, ყოველგვარი კავშირი ოფიციალურად გაწყვიტა.

ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის 20 წლის ქალიშვილმა კრუზის გვარზე სამართლებრივად თქვა უარი და ის ნოელით შეცვალა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას Page Six-ი ავრცელებს.

ოფიციალური ჩანაწერები მოწმობს, რომ სურიმ პენსილვანიის შტატში - სადაც ამჟამად ცხოვრობს ამომრჩევლად რეგისტრაცია 2024 წლის ოქტომბერში, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლისას გაიარა - სური ნოელის სახელით. ფაქტი ადასტურებს, რომ ეს მისი კანონიერი სახელი და გვარია.

პენსილვანიის სასამართლოებმა Page Six-თან დაადასტურეს, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ამომრჩევლებად მხოლოდ კანონიერი სახელითა და გვარით უნდა დარეგისტრირდნენ.

ზუსტად უცნობია, თუ როდის გახდა "სური ნოელი" მისი ოფიციალური სახელი, თუმცა ის ამ სახელს საჯაროდ უკვე წლებია, იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ დამწყებ მსახიობს 64 წლის ტომთან ცხოვრების უდიდესი ნაწილი კავშირი არ ჰქონია, მან მამის გვარის ამოღებით ყურადღება პირველად 2024 წლის ივნისში, ლაგუარდიას სკოლის გამოსაშვები ცერემონიის ბროშურის მეშვეობით მიიპყრო. განაგრძეთ კითხვა

ტომ კრუზს საკუთარი ქალიშვილი 12 წელია არ უნახავს, რადგან ოჯახი მისი რწმენის წინააღმდეგ წავიდა - რას საქმიანობს 19 წლის გოგონა, რომელიც დედამ მამის გავლენისგან დაიცვა
ბრედ პიტის და ტომ კრუზის მოულოდნელი დაზავება 24-წლიანი კონფლიქტის შემდეგ - რის გამო იჩხუბეს ჰოლივუდის ლეგენდებმა
ბრედ პიტის მეექვსე შვილმაც უარი თქვა მამის გვარზე... - რატომ განუდგა მსახიობს ყველა შვილი ისე, რომ მისი დანახვაც კი არ უნდათ და როგორ იხსენიებენ მამას?