"იტალია და ჩვენ...
ბიბი აღმერთებს პაოლო მალდინის. ამიტომ მისმა საყვარელმა ნათლიამ განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა!! მილანის 2004 წლის კაპიტნის მაისური, რომელსაც თავად კაპიტანი პაოლო მალდინი და მისი რამდენიმე ლეგენდარული თანაგუნდელი აწერენ ხელს. ფეხბურთის ისტორიის ჭეშმარიტად ფასდაუდებელი ნაწილი, რომელსაც ის სამუდამოდ შეინახავს", - წერს ანუკი არეშიძე და ფოტოებს აქვეყნებს.




ცნობილი წყვილი შვილებთან ერთად იტალიაში ისვენებს. იტალიის მთებში გადაღებულ ფოტოებს თბილისის მერი კახა კალაძეც აქვეყნებს.


