როგორი ამინდია მოსალოდნელი ზღვისპირეთში - ამინდის პროგნოზი - მშობლები

როგორი ამინდია მოსალოდნელი ზღვისპირეთში - ამინდის პროგნოზი

2026-07-31 19:17:48+04:00

როგორი ამინდია მოსალოდნელი ზღვისპირეთში? - ეს კითხვა ძალიან ბევრი ადამიანისთვისაა დღეს მნიშვნელოვანი.

სანაპირო რაიონებში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა საუბრობს:

"აგვისტოს პირველ რიცხვებში სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ჭარბობს ღრუბლიანობა, საიდანაც შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმა, თუმცა დიდი და მნიშვნელოვანი ნალექი არ არის მოსალოდნელი და ის დამსვენებლებს ხელს არ შეუშლის.

რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, ბათუმისა და აჭარის ტერიტორიაზე ის დაახლოებით 27-29 გრადუსია. ფოთსა და გურიის საკურორტო ზონებში კი ტემპერატურა ერთით-ორი გრადუსით ნაკლებია. მსგავსი ტემპერატურული რეჟიმი პირველ-ორ აგვისტომდე შენარჩუნდება.

სამი აგვისტოდან მოსალოდნელია ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მატება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ სამსა და ოთხ აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდი იყოს. 5, 6 და 7 აგვისტოს ტემპერატურის მკვეთრი კლება არ არის მოსალოდნელი — შენარჩუნდება 28-30 გრადუსი, თუმცა ხანმოკლე ხასიათის წვიმა და ჭექა-ქუხილი კვლავინდებურად შენარჩუნდება." - ამბობს დოდო გვაზავა.